ევროპული სასუქები უხვი და ხარისხიანი მოსავლისთვის – აგროსიმა

„აგროსიმა“ გთავაზობთ  ყველა საჭირო პესტიციდს და აგროქიმიკატს ეფექტური მოსავლის მისაღებად. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული წარმოების მინერალური სასუქები, რომლებიც შეიცავს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტსა თუ ელემენტს რაც საჭიროა მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისვის. 

დღესდღეობით სასუქის გამოყენება აუცილებელ კომპონენტად იქცა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის, მოსავლის ეფექტიანობა მიიღწევა არა მაქსიმალური, არამედ საჭირო და ზომიერი მაღალი ხარისხის სასუქის დოზით.

„აგროსიმა“  წარმოადგენს  კომპანია „Fertiberia TECH S.A.” „ფერტიბერია”-ს ექსკლუზიურ პარტნიორს და გთავაზობთ ევროპული წარმოების უნიკალურ სასუქს ყველა საჭირო ელემენტებით.

სულფაქტივი NPK 8-20-5 (6-2-25)” გოგირდით და მიკროელემენტებით.

• სულფაქტივის ოჯახი გამოირჩევა მაღალეფექტურობით, ქლორის დაბალი შემცველობით და მალე შეთვისების უნარით;
• გამოიყენება ნიადაგში შეტანის გზით საშემოდგომო და საგაზაფხულო განაყოფიერებისთვის;
• გამოიყენება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის.

შემადგენლობა:   

→ N (აზოტი) – 8%
→ P2O5 (ფოსფორი) – 20%
→ K2O (კალიუმი) – 5%
→ SO3 (გოგირდის ტრიოქსიდი) – 25%
→ CaO (კალციუმი) – 6%
→ MgO (მაგნიუმი) – 2%

პრეპარატული ფორმა: გრანულები

კომპანია „Fertiberia TECH S.A.” „ფერტიბერია”  არის ესპანური წარმოშობის, რომელიც მოღვაწეობს 1995 წლიდან და დღეს ევროპაში არის სასუქებისა და ამიაკის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი, იგი ორიეტირენულია მუდმივ განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.

აგროსიმა, სასუქი

წლების წინ შემუშავებულმა სტრატეგიამ საერთაშორისო გაფართოებაზე, დივერსიფიკაციაზე და კვლევის, განვითარებისა და ინოვაციებისადმი მუდმივ ერთგულებაზე დაფუძნებული სტრატეგია მისცა  Fertiberia-ს, რომ გახდეს მეორე ინდუსტრიული ჯგუფი ესპანური კაპიტალით ქიმიურ სექტორში, 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობით.

ბოლო წლებში ჯგუფმა ასევე გააძლიერა თავისი საქმიანობა სამრეწველო გამოყენების პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციაში, რაც მას ერთ-ერთ საერთაშორისო ოპერატორად აქცევს ამიაკის და ქვეპროდუქტების ბაზარზე.

აგროსიმა წარმოგიდგენთ რიგით მეორე ესპანურ უნიკალურ სასუქს ყველა აუცილებელი მიკრო და მაკრო ელემენტებით.

დურასოპ ბაიკოტი NPK 10-10-17″ გრანულირებული, მინერალური EC სასუქი  NPK-ითგოგირდით, მაგნიუმით და მიკროელემენტებით.

• სასუქი დამზადებულია SOP ტექნოლოგიით (მავნე მარილების გარეშე სულფატის ბაზაზე დამზადებული სასუქი არ აბინძურებს ნიადაგს.);
• გამოირჩევა ქლორის დაბალი შემცველობით;
• ნიადაგში შეტანა შესაძლებელია როგორც საგაზაფხულო ისე საშემოდგომო პერიოდში;
• აუმჯობესებს ფოსფორის გადაადგილებასა და აზოტის შეთვისებას;
• გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში.

შემადგენლობა:

→ N (აზოტი) – 10%
→ P2O5 (ფოსფორი) – 10%
→ K2O (კალიუმი) – 17%
→ SO3 (გოგირდის ტრიოქსიდი) – 20%
→ MgO (მაგნიუმი) – 2%
→ B (ბორი) – 0.1%
→ Zn (თუთია) – 0.1%

კომპანია „Fertinagro biotech S.L” „ფერტინაგრო ბიოტექ“ წარმოადგენს სასუქების მწარმოებელ უმსხვილეს ესპანურ კომპანიას. კომპანიაში წლის განმავლობაში იწარმოება 2 მილიონ ტონაზე მეტი სასუქი და წარმატებით იყიდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

აგროსიმა, სასუქი

„ფერტინაგრო’’ მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სასუქებს, მას მინიჭებული აქვს არაერთი ევროპული სერთიფიკატი, რაც თავისთავად მიუთითებს ხარისხსა და სანდოობაზე. მისი პროდუქცია წარმოებულია ევროკავშირის მოთხოვების თანახმად და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირში დაწესებულ უმაღლეს სტანდარტებს.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ აგროსიმა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.agrosima.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მოცემული საკონტაქტო ბმულით.

თქვენი რეკლამა