კობრე – მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტანდარტი!

კობრე, აგროფორცე

კობრე არის ინოვაციური ფუნგიციდი, რომელიც შექმნილია მცენარეების სრულყოფილად დაცვისთვის. მისი უნიკალური ფორმულა, უზრუნველყოფს ორმაგ მოქმედებას – კონტაქტურსა და ნახევრად სისტემურს. იდაი კობრე გთავაზობთ მყისიერ და ხანგრძლივ დაცვას, როგორც  სოკოვანი, ასევე ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. პრეპარატი ქმნის დამცავ ბარიერს მცენარის ზედაპირზე და შიდა ქსოვილებში.

კობრეს მოქმედების უნიკალურობას განაპირობებს Rovensa Next-ის მიერ დაპატენტებული სპილენძის დი-გლუკონატის ტექნოლოგია. კობრეს შემცველობაში არსებული სპილენძის დი-გლუკონატის მოლეკულის ორგანული მხარე ზრდის მცენარეში ნივთიერების  შეღწევის ხარისხს და სპილენძის იონების გამონთავისუფლების სიჩქარეს.

ბაზარზე არსებული სხვა სპილენძებისგან განსხვავებით, კობრე გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ აქვს სისტემური მოქმედება,  ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ფესვიდან.  შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კობრე გამოვიყენოთ წვიმის და სხვა არასასურველი ამინდის დროს, როდესაც ფოთლიდან მცენარეს ვერ ვაწვდით დაცვის საშუალებებს.

სპილენძის ორგანულ აგენტებთან მიერთების გამო კობრეს გამოყენება ასევე შესაძლებელია ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მცენარისთვის სპილენძის შემცველი ფუნგიციდების მიწოდება ფოთლის დამწვრობის რისკთანაა დაკავშირებული.

კობრე გამოიყენება ყველა კულტურაზე და მოქმედებს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა: ჭრაქი, ანთრაქნოზი, ფომოფსი, ფოთლის სიხუჭუჭე, მონილიოზი, ლაქიანობა და სხვა.

 კობრეს მოქმედების მექანიზმი:

  1. კონტაქტური მოქმედება: კობრე კონტაქტურ მოქმედებას მცენარის ზედაპირზე გამოყენებისთანავე იწყებს . პრეპარატის შემადგნელობაში არსებული სპილენძის იონები არღვევენ პათოგენების უჯრედების მემბრანებს და შლიან მათ ფერმენტულ პროცესებს, რაც აბრკოლებს ინფექციის ზრდასა და განვითარებას. კობრეს უნიკალური ფორმულა მყისიერად იცავს მცენარეს პათოგენებისგან.
  2. ნახევრად სისტემური მოქმედება: სპილენძის დი-გლუკონატი, როგორც ხელატური ფორმა მარტივად შესათვისებელია მცენარისთვის, ის ნაწილობრივ აღწევს ქსოვილებში, შესაბამისად, პრეპარატი იცავს შიდა ქსოვილებსაც.
  3. ბარიერის შექმნა: სპილენძის იონები ქმნიან დამცავ ფენას მცენარის ზედაპირზე, რომელიც ფიზიკურ და ქიმიურ ბარიერს წარმოადგენს . დამცავი ფენა აბრკოლებს სოკოვანი და ბაქტერიული პათოგენების შეჭრასა და გავრცელებას.

 კობრეს უპირატესობები :

• კონტაქტური და ნახევრად-სისტემური მოქმედება;
• დაავადებების ფართო სპექტრი;
• სწრაფი მოქმედება;
• ხანგრძილივი და პრევენციული დაცვა;
• პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოთლიდან ასევე ფერტიგაციით;
• კობრე უსაფრთხოა  გარემოსთვის, თუ ის გამოიყენება მწარმოებლის მითითებების დაცვით.

ინოვაციური  პროდუქტი  გამორჩეულია  მყისიერი და მდგრადი მოქმედებით. კობრე განკუთვნილია ყველა კულტურისთვის და ეფექტურად მუშაობს  მრავალი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ, რაც მას გამოარჩევს სხვა ფუნგიციდებისგან.

სტატის ავტორი: კომპანია „აგრო ფორსის“ აგრონომი იოანე ხვიჩია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.

https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

თქვენი რეკლამა