ხორბლისა და ქერის დასამუშავებელი ინოვაციური სტიმულატორი

რადიფორმი

ხორბლისა და ქერის საუკეთესო აღმონაცენისთვის  მნიშვნელოვანია სწორი აგროტექნიკური სამუშაოები, შესაბამისი ნიადაგური პირობები და  თესვის სიზუსტე, მაგრამ იცოდით თუ არა რამდენად მნიშვნელოვანია თესლის ბიოსტიმულატორით დამუშავება?

ბიოსტიმულატორებით თესლის დამუშავება გულისხმობს ხორბლის თესლის დაფარვას სპეციფიკური ნაერთებით, რომლებიც შექმნილია მათი გაღივების და საერთო სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად.

ძლიერი გაღივების უნარიანობა გვაძლევს ძლიერ ნაზარდს, ხოლო ძლიერი ნაზარდი კი პოტენციურად კარგ მოსავალს.

 

რა არის რადიფარმი? 

რადიფარმი სპეციფიკური, ბიოლოგიურად აქტიური  ნივთიერებებისა და მიკროელემენტების კომბინაციაა, რომელიც შექმნილია მცენარის განვითარების ადრეულ ეტაპებზე სტიმულირებისთვის.

რადიფორმი

*აძლიერებს გაღივებას – შედეგად გვაქვს უფრო მეტი გაღივებული თესლი უფრო ნაკლებ დროში;
*სტარტერის ეფექტი – აძლიერებს ვეგეტაციური ქსოვილის დაგრძელებას და ფესვების განვითარებას;
*ზრდის მოსავლიანობას.

თესლის რადიფარმით დამუშავება ასტიმულირებს მცენარეში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს, რაც აუმჯობესებს ფესვთა განვითარებას. ძლიერი ფესვი კი ამარტივებს წყლისა და საკვები ნივთიერებების ოპტიმალურ შეღწევადობას და გადაადგილებას, შედეგად ვიღებთ სრულყოფილ ნაზარდს. გაუმჯობესებული ფესვთა სისტემის დამსახურებით მცენარე უფრო მედეგი ხდება სტრესის მიმართ. სიცივე, გვალვა და დატბორვა ნაკლებად სახიფათო ხდება ჩვენთვის.

რადიფარმის გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ გაზარდონ მაღალი მოსავლის ალბათობა, რომელიც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოებას და სოფლის მეურნეობის მდგრადობას.

აირჩიეთ რადიფარმი – რადგან შესანშნავი სტარტი გულისხმობს უხვ მოსავალს.

სტატია მოგვაწოდა კომპამიამ „აგრო ფორსი“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.

https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

თქვენი რეკლამა