ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია – კარტლისის რჩევა ფერმერებს

ბიო, კოდამინი

შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.

ფესვთა სისტემა ხელს უწყობს ნიადაგის ჯანმრთელობას ეროზიის პრევენციის გზითა და სასარგებლო მიკრობების ფუნქციონირების ხელშეწყობით. ფესვები ზრდიან წყლის ინფილტრაციის ხარსიხს და ფესვთა სისტემის გარშემო გროვდება მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყლის რაოდენობა.

ახალი ნარგაობის ფესვთა სისტემა თავდაპირველად რიზოსფეროს ფენაშია განლაგებული. რიზოსფერო- ნიადაგის ზედა ფენა, სადაც ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიკრობიოლოგიური პროცესები, ცხოვრობენ მცენარის ზრდა-განვითარებაზე დადებითად მოქმედი მიკრობები. რიზოსფეროს ფენაში მიმდინარე ბიოლოგიურ და ქიმიურ პროცესებზე დადებით გავლენას ახდენს ფესვთა სისტემის მიერ გამოყოფილი ექსუდატი, რომელიც ინჰიბირებს პათოგენების მოქმდებას.

ყველასთვის ცნობილია რომ მაღალი მოსავლის მიღებისათვის აუცილებელია მცენარის გამოკვების სწორი სტრატეგია. კვებაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარე ძირითადად საკვებ ელემენტებს სწორედ ფესვების საშუალებით ითვისებს. შესაბამისად ჯანსაღი ფესვთა სისტემის გარეშე მცენარე ვეღარ ითვისებს საკვებ ელემენტებს და განვითარებაში ჩანირჩება.

გარდა ამისა, სიღრმეში წასული ვრცელი ფესვთა სისტემის არსებობის შემთხვევაში, იზრდება მცენარის მედეგობა წყლის ნაკლებობის მიმართ, და უფრო მეტად უმკლავდება მაღალი სიცხეებისგან გამოწვეულ გვალვებს.

კომპანია კარტლისი გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც განკუთვნილია ფესვთა სისტემის ზრდის სტიმულაციისკენ.

კოდამინი რადიკულარი

5.8% თავისუფალი ამინომჟავები + 3.3% N + 11.3% P2O5 + 4.0% K2O (წ/მ)

ბიოსტიმულატორი დაბალანსებული მცენარეული წარმოშობის ამინომჟავების, ფოსფორისა და კალიუმის შემცველობით.

  • პრეპარატს გააჩნია ორმაგი მოქმედება: კვებავს მცენარეს და აძლევს დამატებით ენერგიას;
  • ხელს უწყობს ჯანსაღი, ვრცელი ფესვთა სისტემის განვითარებას დიდი მოცულობის ბუსუსებით, რაც აძლიერებს შეწოვის უნარს;
  • სტრესულ სიტუაციებში (გადარგვა, გაყინვა, ტოქსიკურობა, ა.შ) ის ასაზრდოებს და აძლევს მცენარეს დამატებით ენერგიას, ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანსაღებას და ზრდა-განვითარების გააქტიურებას.

ბიო, კოდამინი

კოდამინ მიკრორადიკულარი (ბიო)

5% თავისუფალი ამინომჟავები + 1.3% N + 3.6% Fe + 1.2% Mn + 1.2% Zn (წ/მ)

ბიოსტიმულატორი შედგება მცენარეული წარმოშობის ამინომჟავებისა და დაბალანსებული სპეციალური საკვები ელემენტებისაგან.

  • რკინის, მანგანუმისა და თუთიის სწორი ბალანსი, ამინომჟავებთან ერთად, ეხმარება ფესვებს უკეთ შეითვისოს საკვები ნივთიერებები;
  • მისი დახმარებით მცენარე უფრო მარტივად აწარმოებს საჭირო ცილებს, რითაც ზოგავს ენერგიას და შედეგად ადვილად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს;
  • აქვს შემამჟავებელი მოქმედება  ნიადაგის იმ არეალზე, რომელსაც ასველებს, რეცხავს არასასურველ მარილებს და მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში გადაყვს დაბლოკილი საკვები ელემენტები.

(გამოიყენება ორგანულ მიწათმოქმედებაში)

ბიო, კოდამინი

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა