ორგანული სოფლის მეურნეობის პრინციპები და მოსავლიანობის გაზრდა ბიო პროდუქტებით

ორგანული, სოფლის, მეურნეობა

ორგანული სოფლის მეურნეობა ეფუძნება ოთხ მთავარ პრინციპს: ჯანმრთელობა, სამართლიანობა, ეკოლოგია და ზრუნვა. ეს პრინციპები ასახავენ ორგანული მეურნეობის ეთიკურ მიდგომებს და მიზნად ისახავენ ეკოსისტემების, ადამიანის და ცხოველთა კეთილდღეობის შენარჩუნებას.

  1. ჯანმრთელობის პრინციპი: ორგანული მეურნეობა ზრუნავს ნიადაგის, მცენარეთა, ცხოველებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც მთლიანობაში განაპირობებს ეკოსისტემის გაძლიერებას.
  2. ეკოლოგიის პრინციპი: ორგანული წარმოება დაფუძნებულია ცოცხალი ეკოსისტემების ბალანსსა და ბუნებრივ ციკლებზე.
  3. სამართლიანობის პრინციპი: მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან ურთიერთობებს და პატივისცემას ბუნებრივ რესურსებთან და ცხოველებთან მიმართებაში.
  4. ზრუნვის პრინციპი: ორგანული მეურნეობა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

მოსავლიანობის გაზრდა ბიო პროდუქტებით

ორგანული მეურნეობების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის პროდუქტიულობის შენარჩუნება ან გაზრდა ქიმიური საშუალებების გარეშე. ბიო პროდუქტები, როგორიცაა ბიოსტიმულატორები და ორგანული სასუქები, წარმოადგენენ საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც ზრდის ნაყოფიერებას და ფერმების პროდუქტიულობას, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით.

„აგრო ფორსი“ ქართველ ფერმერებს სთავაზობს წამყვანი საერთაშორისო ბიო პროდუქტების მწარმოებლების პროდუქტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ფერმერებს, გაზარდონ მოსავლიანობა და ამავდროულად, შეინარჩუნონ ნიადაგისა და გარემოს ჯანმრთელობა.

როგორ ეხმარებიან ბიო პროდუქტები მოსავლიანობის ზრდას?

  1. ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება: ბიო სასუქები და ბიოსტიმულატორები აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, რაც ეხმარება მცენარეებს უკეთესად შეითვისონ საკვები ნივთიერებები.
  2. ფესვის სისტემის განვითარება: ბიოსტიმულატორები ხელს უწყობენ ფესვების სწრაფ და ჯანსაღ განვითარებას, რაც მცენარეთა პროდუქტიულობას ზრდის.
  3. სტრესის მართვა: ბიო პროდუქტები ეხმარებიან მცენარეებს გაუძლონ სტრესს, როგორიცაა გვალვა ან ტემპერატურის ცვალებადობა, რითაც დაცულია მოსავალი.
  4. მიკრობიოლოგიური აქტივობის გაძლიერება: ნიადაგის მიკრობიოლოგიური ფლორის გაძლიერებით ბიო პროდუქტები ზრდიან ნიადაგის ნაყოფიერებასა და მცენარეთა იმუნიტეტს.

წამყვანი ბიო პროდუქტების მწარმოებლები, რომლებსაც „აგრო ფორსი“ გთავაზობთ:

Rovensa Next – გლობალური ლიდერი, რომელიც ფერმერს თავაზობს მცენარეთა დაცვის ბიო პროდუქტებსა და სტიმულატორებს.

Syngenta Biologicals – პიონერები და მსოფლიო ლიდერები ბიოსტიმულატორებისა და სპეციალიზებული სასუქების წარმოებაში.

Arvensis Agro – კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ორგანულ სასუქებსა და ორგანულ პესტიციდებში.

Cosaco – წამყვანი სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გვთავაზობს სპილენძზე დაფუძნებული ფუნგიციდების საუკეთესო ფორმულებს.

kimitec group – კინოვაციურ კოპანია, რომელიც მეცნიერების 4 სფეროს აერთიანებს: მიკრობიოლოგია, მწვანე ქიმია, ბოტანიკა და ციანო ბაქტერიების შემსწავლელი მეცნიერება. ამ 4 კომპონენტის ერთობლიობით kimitec group გთავაზობთ ინოვაციურ, ეფექტურ პროდუქტებს სხვადასხვა ვითარებისთვის.

„აგრო ფორსი“ ქართველ ფერმერებს სთავაზობს ლიდერი კომპანიების ბიო პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებასა და მოსავლის გაზრდაში, ეკოლოგიურად სუფთა გზით. ბიო პროდუქტების გამოყენება არა მხოლოდ მოსავლიანობის ამაღლებას, არამედ თქვენი მეურნეობის მდგრადობასაც უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.

https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

თქვენი რეკლამა