„ბრილიანტი“ და „პასკალი“ – ბარაქიანი ფერმერის წარმატების ისტორია

ყაბაყი, ბარაქა, ბრილიანტი

თუ ეძებთ ყაბაყის სათესლე მასალას, გარანტირებული უხვი მოსავალიანობით, გამორჩეული გემოთი და ბაზარზე კონკურენტუნარიანობით — აუცილებლად უნდა გაიცნოთ ჯონი ნადირაძის მეურნეობა, სადაც ახლა სამი ფერის ყაბაყია.

ჯონი ნადირაძე ლაგოდეხელი ფერმერია, ის წლებია ბარაქას აგრონომების გუნდთან თანამშრომლობს და საკუთარ მეურნეობას გლობალურად გამოცდილი, თანამედროვე მიდგომებით უვლის.  წელს ფერმერმა „ბარაქას“ რეკომენდაციით გამოსცადა ყაბაყის ჰიბრიდები – შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

რატომ არის „ბრილიანტი“ და „პასკალი“ საუკეთესო ყაბაყის სათესლე მასალა?

ეს სათესლე მასალა ესპანური კომპანია Semillas Fitó-ს ჰიბრიდებია. ბრენდი ცნობილია მაღალი ხარისხითა და მდგრადი ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად „ბარაქას“ მიერ არის წარმოდგენილი.

უპირატესობები, რაც ფერმერმა საკუთარი თვალით დაინახა:

  • ნაყოფის ვიზუალური მიმზიდველობა – ყაბაყი იზრდება თანაბრად, სწორი ფორმით
  • გამორჩეული გემო და რბილობი
  • მდგრადობა მავნებელ-დაავადებების მიმართ

ბარაქას მიდგომა: აგრონომიული მხარდაჭერა

სათესლე მასალის შემოტანისას „ბარაქას“ მთავარი პრიორიტეტია ჰიბრიდი ერთი მხრივ, მაქსიმალურად ერგებოდეს ადგილობრივ გარემო-პირობებს, მეორე მხრივ კი იყოს კონკურენტუნარიანი ადგილობრივ ბაზარზე. სწორედ ამ ორ მთავარ პრინციპში დასარწმუნებლად „ბარაქას“ აგრონომთა გუნდი სათესლე მასალას ჯერ საკუთარ საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობაში ტესტავს და მეგობარ ფერმერებს მხოლოდ ამის შემდეგ სთავაზობს, თანაც უკვე წინასწარ მომზადებული, კონკრეტული დაცვის სქემით.

მომავალი გეგმა: ფართობის გაზრდა და კომერციული რეალიზაცია

წელს მიღებული უხვი და ხარისხიანი მოსავლის გამო, ჯონი ნადირაძე გეგმავს, მომდევნო სეზონზე ყაბაყის მეურნეობა გააფართოვოს – „ბრილიანტი“ და „პასკალი“ უფრო დიდ ფართობზე დათესოს. ფერმერი დარწმუნებულია, რომ გამორჩეული ვიზუალისა და განსხვავებული გემოს დამსახურებით ყაბაყის რეალიზაციას უპრობლემოდ, მომგებიან ფასად შეძლებს.

დაგეგმე წარმატება ბარაქასთან ერთად

თუ შენც ეძებ ყაბაყის მაღალმოსავლიან სათესლე მასალას, რომელიც უკვე დატესტილია ადგილობრივ პირობებში და პროფესიონალი აგრონომების მხარდაჭერაც თან ახლავს – „ბარაქას“ ჰიბრიდები საუკეთესო არჩევანია. აგროკომპანიამ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ სწორად შერჩეული სათესლე მასალაწარმატებული სოფლის მეურნეობის საფუძველია.

შეიძინე ბარაქას ყაბაყის თესლები ლაგოდეხის, მარნეული, ყვარელი და სხვა რეგიონული ფილიალებიდან.

მიიღე კონსულტაცია ბარაქას აგრონომებისგან – შენი მოსავლის წარმატება აქედან იწყება!

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“, დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.baraka.ge

თქვენი რეკლამა