საქართველოდან 490 ათასი აშშ დოლარის საწებელია ექსპორტირებული

საწებელი

2026 წლის ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 490 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 188 ტონა მზა საწებელი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მზა საწებლების რაოდენობა 65%-ით (74 ტონა), ღირებულება 59%-ით (183 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.

ყოველწლიურად მზარდია მზა საწებლების (ძირითადად აჯიკა, პომიდვრის, ტყემლისა და ბროწეულის საწებლები და სოუსები) ექსპორტის ღირებულება.

მზა საწებლების საექსპორტო ბაზრები  მრავალფეროვანია, მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, მზა საწებლები ძირითადად ექსპორტირებულია რუსეთში (224 ტონა), ევროკავშირის ქვეყნებში (116 ტონა), აშშ-ში (104 ტონა), აზერბაიჯანში (93 ტონა), ისრაელში (90 ტონა) და სხვა.

თქვენი რეკლამა