ლეჩხუმში მდინარეების შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

ნაკადულის, კალმახი, ლეჩხუმი

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითი დათევზიანდა.

დათევზიანების პროცესში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი,  ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.

„წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ეკობალანსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი,  რომელის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ნაკადულის კალმახი – საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობა

თქვენი რეკლამა