აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) 2026 წლისთვის რძის გლობალური წარმოების ზომიერ ზრდას ელის, ამ ზრდაში აშშ, არგენტინა და ავსტრალია ილიდერებენ. ხოლო ევროპასა და ახალ ზელანდიაში შემცირებაა მოსალოდნელი.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) გამოაქვეყნა პროგნოზები, რომლებიც 2026 წლისთვის რძის გლობალური წარმოების მცირე ზრდაზე მიუთითებს. 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის, „რძის მრეწველობა: მსოფლიო ბაზრები და ვაჭრობა“, თანახმად, რძის წარმოება, სავარაუდოდ, დაახლოებით 0.4%-ით გაიზრდება ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში.
აშშ
ამ ზრდის მამოძრავებელი ძალა აშშ-ია, მოსალოდნელია, რომ 2026 წელს დაახლოებით 1.2%-იანი ზრდა იქნება. ეს განპირობებულია მერძეული ნახირის გამრავლებით და გადამუშავების სიმძლავრის გაფართოებით, რაც შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს მოემსახუროს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებს.
არგენტინა და ავსტრალია
არგენტინასა და ავსტრალიაში ასევე მოსალოდნელია წარმოების მნიშვნელოვანი აღდგენა, საძოვრების გაუმჯობესებული პირობებისა და კონკურენტული დანახარჯების გამო. არგენტინაში, წარმოება სავარაუდოდ, თითქმის 4%-ით გაიზრდება, რაც ახალი რძის ხელმისაწვდომობას და ყველის და რძის სხვა პროდუქტების წარმოებას გაზრდის.
ახალი ზელანდია და ევროკავშირი
ამის საპირისპიროდ, ახალი ზელანდია და ევროკავშირი სტრუქტურული ზეწოლის წინაშე დგანან, რამაც შეიძლება რძის წარმოების შემცირება გამოიწვიოს. ახალ ზელანდიაში, სავარაუდოდ, დაახლოებით 0.5%-იანი კლება იქნება, რაც გამოწვეულია ნახირში რძის რაოდენობის შემცირებით და ერთ ცხოველზე რძის შედარებით დაბალი წველადობით.
ევროკავშირში კლება გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ძროხების რაოდენობის შემცირება, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამკაცრება და მომგებიანობის საკითხები, რაც იწვევს მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებისზე გადასვლას, როგორიცაა ყველი.
USDA-ს ეს პროგნოზები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალური რძის ინდუსტრიაზე, რადგან ზოგიერთ ბაზარზე წარმოების ზრდამ შეიძლება შეამციროს მიწოდების ზეწოლა და დაასტაბილუროს ფასები. ამასობაში, ტრადიციულ ექსპორტიორ რეგიონებში კლებამ შეიძლება შეცვალოს სავაჭრო ნაკადები და შექმნას შესაძლებლობები ალტერნატიული ექსპორტიორებისთვის.
წყარო: DairyNews.today

