დღეს ბევრ ქვეყანაში ცდილობენ დაზოგონ ენერგია, გამოიყენენონ ენერგოეფექტური მეთოდები, სადაც კი ეს შესაძლებელია. ამ მხრივ გამონაკლისი არც პროდუქტების შენახვის საშუალებებია.
ერთ-ერთი ესეთი საშუალებაა თიხის ქოთნების „მაცივარი“.
გაგაცნობთ, ხილის და ბოსტნეულის შენახვის საშუალებას, რომლის აწყობაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ამისთვის ჩვენ დავჭირდება ორი, დიდი ზომის, სხვადასხვა დიამეტრის თიხის ქოთანი.
1. დიდი ქოთნის ფსკერზე დავყაროთ ქვიშა, ისე რომ ორივე ქოთნის სიმაღლე გათანაბრდეს, პატარა ქოთნის, დიდ ქოთანში ჩადების შემდეგ.
2. ქოთნის კედლებს შორის სიცარიელე ამოვავსოთ ქვიშით.
3. ქოთნის კედლებს შორის ქვიშა გავჟღინთოთ წყლით (პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღეში) და „მაცივარი“ მზად არის.
4. ჩავაწყოთ ქოთანში პროდუქტი და ზევიდან დავაფაროთ სველი, გაწურული ტილო, თიხის ან სხვა ტიპის სახურავი.
წყაროს მიხედვით, ამ მეთოდით პროდუქტი 20 დღემდე ინახება.