ნივრის ადგილობრივი ჯიშების, ჯიშ–პოპულაციების და შემოტანილი ჯიშების შესწავლა 2023 – 24 წ.წ.

ნიორი, ნივრის, მოყვანა

2023 წლის ნოემბერს პირველ დეკადაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზაზე, სელექციურ სანერგეში დარგული იქნა ნივრის 17 ადგილობრივი ფორმა სამ განმეორებაში. 2024 წლის თებერვალის დასაწყისში სელექციურ სანერგეში აღმოცენებული იქნა თითქმის ყველა ნომერი.  

ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით სელექციური სანერგედან გამორჩეული იქნა 9-ფორმა  შემდგომი კვლევებისთვის. როგორც #1 ცხრილიდან ჩანს  N40, N18, და N24 გამოირჩევიან, როგორც  მაღალი მოსავლიანობით, ასევე რეზისტენტულობით დაავადებების მიმართ ( ხახვის ბუზი, ნივრის ოთხფეხა ტკიპა).  N36- ფორმაც მაღალ მოსავლიანია, მაგრამ   დაავადებების მიმართ ნაკლებ მსგრადია. აღნიშნული ფორმები 2024 წლის ნოემბერის დასაწყისში დარგული იქნა სელექციის შემდეგ საფეხურზე, საკონტროლო სანერგე.

საკოლექციო  სანერგეში დარგული იქნა 12 ადგილობრივი ფორმა სამ განმეორებაში, სტანდარტად აღებული იქნა ადგილობრივი ჯიშები  „გორული“ და „მესხური“. აღნიშნულ მცენარეებზე განხორციელებულ იქნა ბიომეტრიული გამოკვლევები და სარგავი (სათესლე) მასალის აღება. ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლებით, მავნებელ დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეობით გამოირჩა  6 ადგილობრივი ფორმა. აღნიშნული ფორმები ნოემბერის დასაწყისში დარგული იქნა სელექციურ სანერგეში თითოეული  სამ განმეორებაში. 

ნივრის საკოლექციო  სანერგეში დარგული ადგილობრივი ფორმები. ცხრილი N1 ნიორი, ჯიშები, კვლევა ნივრის ადგილობრივი ჯიშების და ფორმების ბიომეტრიის და მოსავლის მონაცემები სელექციურ სანერგეში. ცხრილი N2 ნიორი, ჯიშები, კვლევაწინასწარ ჯ/გ სანერგეში დარგული იქნა წინა წელს საკონტროლო სანერგედან გამორჩეული 6 საუკეთესო ფორმა სამ განმეორებაში. თითო ფორმის მთლიანი ფართობი 30 კვ.მ. სტანდარტად აღებული იქნა ადგილობრივი ჯიშები  „გორული“ და „მესხური“.

სტანდარტ „გორულს“ ვადარებთ არა მოყვავილე ფორმებს, ხოლო „მესხურს“ კი მოყვავილე ფორმებს.

აგროტექნიკური ღონისძიებები ჩატარებული იქნა გეგმით განსაზღვრულ ვადებში. ვეგეტაციის პერიოდში თოთოეულ განმეორებაში გამორჩეული იქნა სულ 30 მცენარე, რომელიც მონიშნული იქნა წითელი ზონარით და შემდგომში განხორციელებული იქნა ბიომეტრიული მონაცემების აღწერა და სარგავი (სათესლე) მასალის დამზადება.

ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლებით, მავნებელ დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეობით გამოირჩა 4 ადგილობრივი ფორმა  არა მოყვავილე N6, N32 და მოყვავილე N7, N5. იხილეთ ცხრილები N3 და N4 .

თითოეულ გამორჩეულ ფორმებზე მიმდინარეობს დაკვირვება სტაბილური მოსავლის მიღების მიზნით.

ყველა გარორჩეული ფორმა 2024 წლის ნოემბერის პირველ დეკადაში დარგული იქნა საკონკურსო ჯ/გ.  სანერგეში.

ნივრის წინასწარ ჯ/გ  სანერგის არა მოყვავილე ფორმების ბიომეტრიის და მოსავლის  მონაცემები. ცხრილი N3ნიორი, ჯიშები, კვლევაჯიში „მესტია“ , რომელიც არა მოყვავილე ფორმაა მაღალ მოსავლიანია, მაგრამ სუსტია დაავადების მიმართ გამძლეობით. ბოლქვის საშუალო მასა 48,6 გრ., კბილების რაოდენობა 15 – 17 ცალი. მოსავალი 30კვ, შეადგენს 40,0 გრ.

არა მოყვავილე ფორმა N6 მიღებულია კლონური სელექციით.  ბოლქვი მკვრივი და მსხვილი, ბოლქვის საშუალო მასა 48.2 გრ., კბილების რაოდენობა 8-9 ცალი. მოსავალი 30კვ, შეადგენს 40,2 გრ.

ნივრის წინასწარ ჯ/გ  სანერგის მოყვავილე ფორმების ბიომეტრიის და მოსავლის  მონაცემები. ცხრილი N4
ნიორი, ჯიშები, კვლევა
მოყვავილე ფორმა N 32 ის (ცხრილი N4) ბოლქვის საშუალო მასა შეადგენს 48.5 გრ. კბილების რაოდენობა 7 – 8 ცალი, მოსავალი 30კვ. 41.2 გრ,

მოყვავილე ფორმა N 5 ის (ცხრილი N4) ბოლქვის საშუალო მასა 44.9 გრ. კბილების რაოდენობა 10-11 ცალი, მოსავალი 30კვ. , 39.8 გრ.

ნივრის საადრეო პერსპექტიული ფორმების გამრავლების სანერგე

ნივრის საადრეო პერსპექტიული ფორმების გამრავლების სანერგეში დარგული იქნა ადგილობრივი ფორმებიდან 2022 წელს გამორჩეული   ნივრის სამი საადრეო ფორმა N26, N30დ  და „იმერული მოყვავილე“, აღნიშნული ფორმები დარგული იქნა 2023  წლის 20-სექტემბერს. აგროღონისძიებები ჩატარებული იქნა გეგმის მიხედვით, არსებულმა სასურველმა გარემო პირობებმა დადებითად იმოქმედა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე. მიღებული იქნა საუკეთესო მოსავალი 15-16 ტ/ჰა-ზე (გადაანგარიშებით), როდესაც აღნიშნული ფორმები ნოემბერში დარგვის შემთხვევაში იძლევიან ნაკლებ მოსავალს 9-10 ტ/ჰა. ამავე დროს ნივრის მავნებლის ხახვის ბუზის მიერ არ იქნა დაზიანებული. მიუხედავად იმისა რომ ნოემბერში ნარგავი ნივრის 30-40 %  ზიანდება ხახვის ბუზით. რეზისტენტულია მავნებელ-დაავადებების მიმართ. გარდა ამისა, მოსავალი აღებული იქნა მაისს მიწურულს იმ პერიოდში, როდესაც ბაზარში ნივრის დეფიციტია, რაც კომერციული თვალსაზრისით ფრიად სასურველი მოვლენაა და ასევე, საჰექტარო მოსავლიანობის მიხედვით, როდესაც მთელი ვეგეტაციის პერიოდში ნათესი არ საჭიროებს მორწყვას.

ავტორები:

ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი;
ს/მ დოქტორი ელენე მოთიაშვილი-სიჭინავა.

თქვენი რეკლამა