სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენა Agritechnica 2025-ზე ინოვაციური ტრაქტორების მწარმოებელმა CLAAS-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ლიდერობა. ბრენდის დიდი ტრაქტორების სერიის ახალმა მოდელმა AXION 9.450 TERRA TRAC-მა მაღალი სიმძლავრის კატეგორიაში 2026 წლის ტრაქტორის ტიტული მოიპოვა.
საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, CLAAS-ის უახლეს მოდელში კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ძრავის სიმძლავრე, ჰიდრავლიკის სისტემის შესაძლებლობები და მონაცემებზე დაფუძნებული მართვის ფუნქცია. მისი აღნიშვნით, სწორედ ამ მახასიათებლების კომბინაცია გამოარჩევს ახალ ტრაქტორს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან.
სტატიაში უფრო დეტალურად გაგაცნობთ AXION 9.450 TERRA TRAC-ის ნამდვილ შესაძლებელს და იმ მახასიათებლებს, რამაც მოდელს წლის ტრაქტორის წოდება მოუტანა.
მაქსიმალური სიმძლავრე და ეფექტიანობა
AXION 9.450 TERRA TRAC აღჭურვილია 8.7-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი Cursor 9 Stage V ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს 450 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს და მაქსიმუმ 1 850 ნიუტონ მეტრ ბრუნვის მომენტს. ეს საშუალებას აძლევს ტრაქტორს გაუმკლავდეს ყველაზე მძიმე სამუშაოებს როგორც ნაკვეთში, ისე გზაზე.
ძრავის დიზაინის დამსახურებით, მაქსიმალური სიმძლავრე ხელმისაწვდომია დაბალ ბრუნებზეც, რის გამოც ის გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. გარდა ამისა, AXION 9.450 თავსებადია HVO ბიოსაწვავთან, რა დროსაც CO₂ ემისიები 90%-მდე მცირდება. ეს ინოვაციური გადაწყვეტა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რადგან აერთიანებს მაღალი სიმძლავრის შესაძლებლობებს გარემოს დაცვის სტანდარტებთან.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ, AXION-ის Dynamic AUTO DROOP სისტემა, რომელიც ოპერატორის ჩარევის გარეშე, ავტომატურად არეგულირებს ძრავის დატვირთვას და ენერგომოხმარებას სხვადასხვა ამოცანის დროს.
TERRA TRAC – ნიადაგის დაცვა და მაქსიმალური მოჭიდება
AXION 9.450 ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია TERRA TRAC. ეს არის CLAAS-ის მიერ შემუშავებული ნახევრად მუხლუხიანი სავალი სისტემა, რომელიც ტრაქტორს უკანა მხარეს აქვს დაყენებული. ამ სისტემაში ჩვეულებრივი ბორბლების ნაცვლად გამოიყენება მუხლუხები, ე.წ. ტრეკები. ამ უნიკალური კონსტრუქციის დახმარებით:
- 50%-ით იზრდება საკონტაქტო ფართი ნიადაგთან, რაც აუმჯობესებს მოჭიდებას რთულ პირობებში, მაგალითად, სველ ან რბილ ნიადაგზე გადაადგილებისას;
- ტრაქტორის გადაადგილებისას ნაკლებად ზიანდება ნიადაგი;
- მოძრაობა ხდება გაცილებით სტაბილური, რაც უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვას და საწვავის ეკონომიას.
დამატებით, TERRA TRAC-ი აღჭურვილია CTIC სისტემით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მართავს საბურავების წნევას.
ჰიდრავლიკა და გადაცემათა კოლოფი – მაქსიმალური ძალა ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის
AXION 9.450 შექმნილია იმისათვის, რომ ყველაზე რთულ სამუშაოსაც მარტივად გაუმკლავდეს. ის ეფექტიანად მუშაობს ძალიან მძიმე და მაღალი დატვირთვის აგრეგატებთანაც კი, როგორებიცაა ნიადაგის დასამუშავებელი ინვენტარი, სათესი სისტემები, კულტივატორები და ა.შ.
ტრაქტორს აქვს 370 ლ/წთ მაქსიმალური ჰიდრავლიკური წარმადობა. ეს შესაძლებელს ხდის უკანა და წინა აგრეგატებმა ერთდროულად და შეუფერხებლად იმუშაოს, თუნდაც დატვირთვა ძალიან დიდი იყოს. ასევე, მოდელი აღჭურვილია ISOBUS და Power Beyond სისტემებით, რაც ამარტივებს ტრაქტორის დანადგარებთან ინტეგრაციას.
AXION 9.450-ს აქვს ZF TMG 45 HD „Silent“ CVT გადაცემათა კოლოფი. ვარიატორული ტრანსმისია (CVT) ავტომატურად უზრუნველყოფს სიჩქარის შეუფერხებლად ცვლას დატვირთვისა და ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად. ამის დამსახურებით ძრავი მუშაობს უფრო ეფექტიანად, მოძრაობა უფრო რბილია, ხოლო ხმაური – მინიმალური.
CEMOS და CEBIS Connect პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივებისთვის
AXION 9.450 ახალი თაობის ინტელექტუალურ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, რომელთა დახმარებითაც ოპერატორს ეძლევა პროცესების მაქსიმალური კონტროლისა და სამუშაოს უფრო ზუსტად და უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობა.
აუცილებლად უნდა გამოვყოთ, სისტემა CEMOS, რომელიც რეალურ დროში ახდენს პროცესების ოპტიმიზირებას. საქმე ისაა, რომ პროგრამა მყისიერად აანალიზებს სამუშაო პირობებს და ავტომატურად არეგულირებს ტრაქტორის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს, როგორებიცაა საბურავების წნევა, ძრავის დატვირთვა, გადაცემათა კოლოფის მუშაობა და საწვავის მოხმარება.
AXION 9.450, ასევე, აღჭურვილია CEBIS Connect-ით, ტერმინალით, რომლის დახმარებითაც ოპერატორი აკონტროლებს ვიდეოკამერებს, ISOBUS-თან დაკავშირებულ აგრეგატებს, GPS Pilot-ს, Precision Farming-ისა და სხვა ტიპის ფუნქციებს.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან AXION 9.450-ში ხელმისაწვდომი იქნება AgXeed VCU-ც. ამ ფუნქციის დახმარებით, ოპერატორი შეძლებს წინასწარ მისცეს ტრაქტორს დავალებები და დაუდგინოს სამუშაო მარშრუტი, რასაც ის შემდგომ ავტომატურად შეასრულებს.
განახლებული კაბინა ოპერატორის მაქსიმალური კომფორტისთვის
AXION 9.450-ის ახალი სალონი შექმნილია იმისთვის, რომ ოპერატორმა დაღლის გარეშე შეძლოს მუშაობა საათების განმავლობაში. კაბინის საერთო მოცულობა 3 მ³-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცეა ამ კლასის ტრაქტორებს შორის. გარდა ამისა, კაბინა გამორჩეულია მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით, რის შედეგადაც სალონში ხმაურის დონე ძალიან დაბალია – მხოლოდ 66 dB.
ღამის სამუშაოებისთვის AXION 9.450 აღჭურვილია 22 LED-ფარით, რომლის საერთო სიმძლავრე 56,000 ლუმენია. ეს უზრუნველყოფს ფართო და თანაბარ განათებას ნებისმიერი მიმართულებით, შესაბამისად, სრულყოფილ ხილვადობას, ინვენტარების უკეთ კონტროლის შესაძლებლობასა და უსაფრთხოებას. საბოლოოდ კი, LED განათება საშუალებას აძლევს ოპერატორს ისევე სრულფასოვნად იმუშაოს ღამით, როგორც დღისით.
CLAAS AXION 9.450 TERRA TRAC არ არის უბრალოდ ძლიერი ტრაქტორი – ეს არის თანამედროვე სოფლის მეურნეობის ახალი სტანდარტი, სადაც სიმძლავრე, ტექნოლოგია და კომფორტი ერთიანდება.
CLAAS-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფეროა“. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დარეკეთ ნომერზე ნომერზე +995 322 500 900.

