თამარ ენუქიძე პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგია, რომელიც მასწავლებლობას მეორე პროფესიას – ფერმერობას უთავსებს. ის ქალაქ ლაგოდეხში ცხოვრობს და ასწავლის. მისი თხილის ბაღები კი სოფელ საქობოშია გაშენებული. როდესაც მოსავლის აღება იწყება, თამარი ნაკვეთში მუშაობას დილის 5 საათზე იწყებს, რამდენიმე საათში სკოლაში მიდის, შემდეგ კი ისევ თხილის ბაღებს უბრუნდება.
თამარ ენუქიძემ ფერმერობა 3 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, მეუღლის საქმიანობა გაეგრძელებინა. მის 18 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში გავაზურას ჯიშის თხილი ხარობს. მისი მოვლისას აღმოაჩინა თამარმა, რომ მიწათმოქმედება გაცილებით აზარტულია, ვიდრე მანამდე წარმოედგინა.
ფერმერი ამბობს, რომ თხილის ბაღებში განსაკუთრებული ხმაური და აურზაური სექტემბერში, მოსავლის აღების დროსაა. ოქტომბერში კი ის და მისი გუნდი ცოტა ხნით ისვენებენ და მალევე ახალი სამუშაოებისთვის მზადებას იწყებენ. შემოდგომითვე უნდა დამუშავდეს ნიადაგი და გაისხლას ხეები. გაზაფხულზე კი ისინი მავნებლების წინააღმდეგ უნდა შეიწამლოს. თამარი სანდოობისა და ეფექტურობის გამო, Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს ირჩევს.
ფერმერს მიაჩნია, რომ აგრომეურნეობაში ხარისხიანი პროდუქტების გარდა, მნიშვნელოვანია ახალი მიდგომების დანერგვაც. „კლიმატი იცვლება, ჩნდება სხვადასხვა მავნებელი და ძველი მეთოდებით შეწამვლა არ არის ეფექტური. ამიტომ, სასურველია, რომ ითანამშრომლო კომპანიასთან, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს“, – ამბობს თამარ ენუქიძე. თავად ის კონსულტაციისთვის კომპანია „აგროსფეროს“ მიმართავს და ხშირად საქმიანობას მათ მიერ მომზადებული ბუკლეტებისა და წიგნების დახმარებით წარმართავს.
თამარი ამბობს, რომ ფერმერობა დაუსრულებელი პროცესია და ის მუდმივ მუშაობას მოითხოვს. თუმცა მიაჩნია, რომ შრომა ამად ღირს, „მადლიანია მიწა, რაც მეტად მოუვლი, მით მეტ მოსავალს მოგცემს“, – აღნიშნავს ის.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.
კომპანიის ვებ გვერდი: https://agrosphere.ge/