ბერლინში, აზერბაიჯანის კულტურის ცენტრში, კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის, ენერგეტიკული დერეფნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია ერთობლივად იყო ორგანიზებული გერმანიაში აზერბაიჯანის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტისა და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ კომპანიის მიერ.
პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის შექმნას, რომლითაც ევროპაში სუფთა ენერგია გადაიცემა.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს დამაკავშირებელი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ ეფუძნება ოთხი ქვეყნის საერთო სტრატეგიულ ხედვას სუფთა და უსაფრთხო ენერგიის გადაცემის შესახებ. 2022 წელს ხელმოწერის შემდეგ, 11 მინისტერიალი გაიმართა, მიღწეულ იქნა შეთანხმება ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე და შეიქმნა ერთობლივი საწარმო.
დერეფნის სიგრძე დაახლოებით 3000 კილომეტრია და წელიწადში 4 გიგავატამდე მწვანე ენერგიის მიწოდების პოტენციალი აქვს. პროექტი ამჟამად გადის ფართომასშტაბიან ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და შედის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) ათწლიან განვითარების გეგმაში (TYNDP).
პრეზენტაციაზე განხილული იყო ტექნიკური საკითხები, მათ შორის წყალქვეშა კაბელების ტექნოლოგიები, პარტნიორობის მოდელები და განხორციელების ეტაპები. მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს პოტენციურ ენერგომომხმარებლებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილი კომპანიის, SOCAR Green-ის წარმომადგენლებმა განიხილეს განახლებადი ენერგიის მიმდინარე პროექტები, ასევე ენერგეტიკული სიმძლავრეების გაფართოების და სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად, განსაზღვრული განხორციელების გეგმები.
წყარო: azertag.az

