ჩინეთში 2025 წელს, ყველის და კარაქის რეკორდული იმპორტი ფიქსირდება. ნატურალური რძის ფხვნილის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო უცხიმო რძის ფხვნილისა და შრატის იმპორტი შემცირდა.
ჩინეთი აგრძელებს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, კარაქისა და ყველის, მნიშვნელოვანი მოცულობის იმპორტს, მიუხედავად იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ადგილობრივ რძის ფერმებში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა.
2025 წლის სექტემბრისთვის ყველის იმპორტი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა და 31.5 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 14.29 მლნ კგ) მიაღწია. წლის განმავლობაში ყველის იმპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო კარაქის იმპორტი 8.8%-ით და 23.7 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 10.75 მლნ კგ) მიაღწია. ნატურალური რძის ფხვნილის (WMP) იმპორტი, ძირითადად ახალი ზელანდიიდან, სექტემბერში 41%-ით გაიზარდა და 32.3 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 14.65 მლნ კგ) მიაღწია.
ამასობაში, უცხიმო რძის ფხვნილის (SMP) იმპორტი 2024 წლის სექტემბრიდან 3%-ით 18.6 მილიონ ფუნტამდე (დაახლოებით 8.43 მლნ კგ) შემცირდა, რაც 2011 წლის შემდეგ სექტემბრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, შრატის იმპორტი 3.1%-ით შემცირდა. აშშ-ს შრატის ექსპორტი ჩინეთში მდგრადი იყო, სავაჭრო დაძაბულობის მიუხედავად, მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა. თუმცა, ჩინეთის გეგმებმა, ღორის ფერმების 1 მილიონი სანაშენე ღორით შემცირების შესახებ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს შრატის მომავალ იმპორტზე.
ჩინეთის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდამ მოსალოდნელი 4.8% შეადგინა, მაგრამ ეს წლის განმავლობაში ყველაზე მცირე ზრდა იყო. ძირითადი საშუალებების ინვესტიციების 0.5%-იანი შემცირება, განსაკუთრებით უძრავ ქონებაში, ხაზს უსვამს მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს. Daily Dairy Report-ი ვარაუდობს, რომ აშშ-ს რძის პროდუქტების ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ჩინეთში ნაკლებად სავარაუდოა, თუ ჩინეთის ეკონომიკა არ აჩვენებს მდგრად ზრდას.
წყარო: DairyNews.today

