უზბეკეთის ფერგანას რეგიონიდან ყურძენი იაპონური სუპერმარკეტების თაროებზე გამოჩნდა.
2025 წლის სექტემბერში კერძო საწარმო „შერჰუნმა“ იაპონიაში, კომპანია Washin Trading Co., Ltd.-ს ყურძნის პირველი საცდელი პარტია გაუგზავნა. იაპონელმა იმპორტიორებმა პროდუქციის ხარისხი შეაფასეს, რამაც 1 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტის კონტრაქტის ხელმოწერა გამოიწვია.
შეთანხმების თანახმად, პირველი კომერციული მიწოდება 28 სექტემბერს განხორციელდა: ტოკიოში ერთი ტონა „კელინ ბარმაკის“ და „კორა ქიშმიშის“ ყურძენი გაიგზავნა. ყურძენთან ერთად ნიმუშების სახით ბროწეული და ფინიკიც იყო.
UzDaily.uz-ის ცნობით, პარტიის დადებითმა შეფასებამ, იაპონელი პარტნიორების მიერ ახალი კონტრაქტის ხელმოწერა გამოიწვია.

