პოლონეთში ფრინველის გრიპის გამო 100 000 ქათამი და ინდაური დახოცეს

ფრინველის, გრიპის, აფეთქება

პოლონეთის ქალაქ ილავას ოლქში ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა, რის გამოც მეფრინველეობის ფერმები იძულებულნი გახდნენ 100 000 ფრინველი დაეხოცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას RMF24 ავრცელებს.

პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ილავას ოლქში მეფრინველეობის ფერმები სერიოზული კრიზისის წინაშე დგანან მას შემდეგ, რაც ფრინველის გრიპის სამი ახალი აფეთქება გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში ვეტერინარული სამსახურების მიერ მიღებული ზომების შედეგად 31 000-ზე მეტი ინდაური და 72 000 ქათამი განადგურდა. ილავას ოლქი რეგიონში მეფრინველეობის ცენტრია, სადაც 100-ზე მეტი ფერმა და ინკუბატორშია.

დაცვითი ზონები შეიქმნა იმ ფერმების გარშემო, სადაც ვირუსი დაფიქსირდა.

ფრინველის გრიპი (Grippus avium), ფრინველების მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების დაზიანებით. გამოიჩევა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით და შეუძლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის გამოწვევა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ნიდერლანდებში, ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო, ფრინველის ფერმიდან გამოყვანა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალეს.

ოქტომბერში დანიამაც განაცხადა, ფრინველის გრიპის აფეთქების გამო 150 000 ქათამის განადგურების შესახებ.

ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, გერმანიამ ფრინველის გრიპის გამო დაახლოებით 400 000 ცხოველი დაკარგა, ზარალი კი მილიონობით ევროს შეადგენს.

თქვენი რეკლამა