
ქართულ ბაზარზე „აგროსფეროსა“ და ავსტრიული კომპანია Saatbau-ს მიერ წარმოებული ხორბლის სათესლე მასალის გამოჩენის შემდეგ, ფერმერებმა მოსავლიანობის საგრძნობლად გაზრდა შეძლეს. ამგვარი შედეგები განპირობებულია ახალი ჯიშების მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მახასიათებლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მათგანი სრულად არის მორგებული ქართულ კლიმატსა და ადგილობრივ გამოწვევებზე. გარდა ამისა, ისინი რეალიზაციაში მოხვედრამდე მრავალწლიან საგამოცდო, სერტიფიცირების პროცესებს გადიოდნენ.
ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ფერმერს, რომლებმაც „აგროსფეროსა“ და Saatbau-ს წარმოებული სათესლე მასალით ყველაზე მაღალი მოსავალი მოიყვანეს.
„აგროსფერომ“ და სათესლე მასალების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Saatbau-მ ქართულ კლიმატსა და ადგილობრივ გამოწვევებზე მორგებული ხორბლის ჯიშების შერჩევა და წარმოება 2014 წლიდან დაიწყეს. დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია მათი წარმოების ხორბლის 6 სათესლე მასალა – ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი, ბალიტუსი, აპექსუსი და არტიმუსი. ეს უკანასკნელი მათ რიცხვს წელს შეემატა. ასევე ხელმისაწვდომია ქერის ორი ჯიში – კარგად ნაცნობი კარმინა და წლევანდელი, ახალი ჯიში კლაუდია. აღსანიშნავია, რომ სათესლე მასალა სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ფერმერებს დამატებით აძლევს ხარისხის გარანტიას.
„აგროსფეროსა“ და Saatbau-ს ერთობლივად წარმოებული სათესლე მასალა რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, ყველა მათგანი არის საადრეო სიმწიფის, რაც, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ ჩაწოლისადმი გამძლეობა, ასევე, ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობა, რაც მოსავლის დაზიანების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. დაბოლოს, სათესლე მასალა დამუშავებულია გერმანული კომპანია BAYER-ის ფუნგიციდი რედიგო პროთი და ინსექტიციდი გაუჩოთი, რაც მცენარეს სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს.
„აგროსფეროსა“ და Saatbau-ს მიერ წარმოებული ხორბლის სათესლე მასალების სრული ასორტიმენტის სანახავად და კონსულტაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგრო-კონსულტანტებს ნომერზე: +995 322 500 900.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.