უკრაინამ აზერბაიჯანიდან ცხოველთა იმპორტი აკრძალა

უკრაინა, აზერბაიჯანი, იმპორტი

უკრაინამ მწვავედ მიმდინარე, ინფექციური, გადამდები დაავადების თურქულის გამო, აზერბაიჯანიდან ცხოველების იმპორტი აკრძალა.

უკრაინამ დაავადების აღმოჩენის შემდეგ, აზერბაიჯანიდან თურქულისადმი მგრძნობიარე ცხოველების იმპორტი დროებით აკრძალა, იტყობინება სახელმწიფო სურსათის სამსახური.

სააგენტომ განაცხადა, რომ შეზღუდვები ასევე ვრცელდება გენეტიკურ მასალაზე, ნედლეულსა და ცხოველურ პროდუქტებზე.

დაშვებულია მხოლოდ გადამუშავება გავლილი რძის პროდუქტები, რაც პათოგენის განადგურებას უზრუნველყოფს.

უფრო ადრე უკრაინამ თურქულის გამო მეცხოველეობის პროდუქტების იმპორტი სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან შეზღუდა.

იხილეთ: თურქული

თქვენი რეკლამა