
გერმანიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის (DRV) პროგნოზით, ქვეყანაში ხორბლის მოსავალი 2025 წელს, სავარაუდოდ, 22.42 მილიონი ტონის დონეზე იქნება (ივლისის პროგნოზით – 21.56 მილიონი ტონა), რაც გასულ წელთან შედარებით 21.1%-ით მეტია, იტყობინება Reuters.
ექსპერტებმა ასევე გაზარდეს გერმანიაში ზამთრის რაფსის მოსავლის პროგნოზი – 3.87 მილიონ ტონამდე (+7% წელიწადში).
მოსავლის აღების დასაწყისში მოსული წვიმები, სავარაუდოდ, მოსავალს ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდევი. თუმცა, ასოციაციის თქმით, ნალექმა გამოიწვია ხორბლის ცილის შემცველობის შემცირება რაც ხორბლის ხარისხის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. თუმცა, ზარალი ისეთი დიდი არ არის, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსავლის აღება გრძელდება.
გერმანიაში ხორბლისა და რაფსის კულტურები ივლისსა და აგვისტოში ჭარბი ნალექის შედეგად დაზარალდა, როდესაც მარცვლეული მოსავლის აღებისთვის მზად იყო.
რაც შეეხება სხვა კულტურებს, გერმანიაში საშემოდგომო ქერის მოსავალი, სავარაუდოდ, წინა წელთან შედარებით 0.8%-ით შემცირდება და 8.66 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც განპირობებულია დარგვის ფართობის შემცირებით, საგაზაფხულის ქერის წარმოება, სავარაუდოდ, 14.4%-ით შემცირდება და 1.60 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო სიმინდის – 6.7%-ით და 4.57 მილიონ ტონას მიაღწევს.