ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი მზარდია

ლურჯი, მოცვი, შემოსავალი

2025 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლურჯი მოცვის რაოდენობა 983 ტონით (23%), ხოლო ღირებულება $10.4 მლნ-ით (40%) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი $ 6.8-ია, რაც 14%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

მოცვის საექსპორტო ქვეყნებია:

  • რუსეთი – 5 018 ტონა;
  • პოლონეთი – 86 ტონა;
  • გერმანია – 68 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 64 ტონა;
  • ნიდერლანდები – 63 ტონა;
  • სომხეთი – 50 ტონა;
  • კატარი – 0.9 ტონა;
  • ინდოეთი – 0.7 ტონა.

თქვენი რეკლამა