სალათის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

კარტლისი, სალათის, აგროტექნოლოგია

სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო  პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას. 

ჩითილის წარმოებისას აუცილებელია დავიცვათ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენა მცენარეზე.  მისი  გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: pH-5,5-6,5; T-დღე 20-22°C; ღამე 15-16°C; EC 1.5.

მნიშვნელოვანია 3-4 ფოთლის ფაზიდან ფესვის ყელის სიდამპლეებთან (Fusarium oxysporum f. sp. Lactucae, Pythium uncinulatum,  S. sclerotiorum) ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, გამოვიყენოთ მაღალხარისხიანი პესტიციდები,  როგორებიცაა აფეტი, ნატურფოსი, ასევე რეკომენდებულია  მაღალფოსფორიანი და ამინომჟავებით მდიდარი სასუქების გამოყენება  (ბელგიური წარმოების სასუქები- გროგრინების სერიიდან და ესპანური ბრენდის პროდუქცია-კოდამინ რადიკულარი).

სალათის, ფურცელი, კარტლისი, ტექნოლოგია

სალათის მოყვანა რეკომენდებულია როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე, აგროვადების დაცვით, მისი მოყვანა სათბურში შესაძლებელია წელიწადში 5-6 ჯერ. სალათი ყინვაგამძლე მცენარეა, დასაშვებია ღამით +4-6°C;  დღისით +6-10°C; ოპტიმალური ტემპერატურა კი 15-16°C;  ტენიანობა- 60-80%; მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე:100კვ/მეტრზე: N-1.2კგ ; P2O5-0-5 კგ;  K2O-1,5კგ;  EC-1.5-2.5; pH-6-7;

ძირითადი ფაქტორები, რომელთაც გავლენა აქვთ მოსავალზე:

• საკვები ელემენტების შემცველობა;
• ჰუმუსის შემცველობა;
• ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი;
• მარილიანობა;
• ტექსტურა.

ძირითადი საკვები ელემენტები: მაკროელემენტები-N,P,K,CA,MG,S; მიკროელემენტები: B,FE,ZN,MN,CU,MO;

P -ფოსფორი აუცილებელი ელემენტია, ის მონაწილეობს მზის ენერგიის მცენარის ქსოვილში გარდაქმნის პროცესში, შედის მნიშვნელოვანი ცილების სტრუქტურაში, ასტიმულირებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის.

N-აზოტი არის ცილის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტი, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.

K-კალიუმი მონაწილეობს სახამებლის, შაქრების , ზეთის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესში.მცენარეში წყლის შეკავების პროცესებში, აუცილებელია მცენარის ნაყოფის წონის, გემოს, ფერის ჩამოსაყალიბებლად.

სალათის წარმოებისას აუცილებელია მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური და დროული ღონისძიებების ჩატარება. კარტლისის მიერ შემუშავებულ სალათის დაცვის სქემა შეგიძლიათ იხილოთ: https://drive.google.com/file/d/1V3h6L7aUifmlyvHZhVWp648K5B8HJQYE/view

სალათი, ბოსტნეული, კარტლისი, მოვლა

ხარისხიანი პროდუქციის მიღება თითქმის 90%-ით დამოკიდებულია სათესლე მასალაზე, კომპანია ,,კარტლისი“  გთავაზობთ მრავალფეროვანი ჰოლანდიურ სათესლე მასალის (ENZA ZADEN) ასორტიმენტს, რომელიც არის თიხის ფენით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს ხდის ჩათესვის პროცესს.

სალათების ასორტიმენტი:

• აისბერგი: BOTIOLA, BOMBOLA, DIAMOND;
• ლოლო ბიონდა: ILEMA, VILI, LOBI;
• ბატავია: FRISADY, ESTONY, KISMY;
• ლოლო როსა: TUSKA, LEA, LOKA;
• რომანო: PINOKIO, XANADU.

სალათი, კარტლისი, აგროტექნოლოგია

ლელა გვასალია, სოფლის მურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი, ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი. ტელ: +995 599 03 77 03; ელ-ფოსტა: lela,gvasalia@cartlis.ge

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“ ვებ გვერდი: http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა