კოწახური კოწახურისებრთა ოჯახის 1,5-3 მ სიმაღლის ბუჩქია, ძლიერი ფესვითა და გამერქნებული ფესვურებით. ყლორტს ქერქი მონაცრისფროა. დაგრძელებული ყლორტები მოფენილია 3-5 დაყოფილ წვეტიანი ეკლებით. დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფებად განლაგებულია მწვანე უკუკვერცხისებრი, წამწამებით შემოსილი, წვრილად დაკბილულნაპირებიანი ფოთლები. ყვავილები ოქროსფერ-ყვითელი, […]
კულტივაცია გამოიყენება ნიადაგის გაფხვიერებისა და სარეველების მოჭრის მიზნით, რაც ხდება გაფხვიერებული ფენის გადმოუბრუნებლად. კულტივაციას ატარებენ, როგორც ხნულის (ანეულის, მზრალისა და სხვ.), ისე ნათესების, მინდვრის, ტექნიკური და სათოხნი კულტურების მწკრივთშორისების დასამუშავებლად. ამ ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება მრავალგვარი […]
პომიდორი (ლათ. lycopersicon esculentum) მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. მისი სამშობლო მექსიკა და ცენტრალური ამერიკაა, სადაც იგი მრავალწლიანი მცენარეა. ფესვი მთავარღერძიანია, მისი ძირითადი მასა ნიადაგში განლაგებულია 40-50 სმ-ის სიღრმეზე, ზოგიერთი ფესვი 2-2,5 მ-ს აღწევს. პომიდორი სითბოსა და […]