ვენახს მავნებლებისგან ბატები და იხვები იცავენ

ვენახში, ბატი, იხვი

სამხრეთ-აფრიკულ სტელენბოშში (stellenbosch, სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონია, რომელიც ძირითადად ბორდოს ჯიშებითაა განთქმული) ლოკოკინებისა და ვაზის სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბატების გამოყენება 1984 წლიდან დაიწყეს.

ადგილობრივმა ფერმერმა ჯონ ფორმა, ბატები ჯერ ბაღში „დაასაქმა“, შემდეგ კი ვენახში, ისინი სიამოვნებით მიირთმევენ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე მავნებლებს.

ჯონ ფერმა მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებასთან ერთად, ბონუსად მიიღო განოყიერების საუკეთესო საშუალებაც, ბატის სკორეს სახით.

ჯონ ფერმა 1984 წელს 6 ბატით დაიწყო, შემდგომში ბატების და იხვების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და უკვე დიდიხანია 1000-ს გადააჭარბა. ასეულობით ბატი და იხვი ზრუნავს ვაზის ჯანმრთელობაზე.

იხვი, ბატი, ვენახი, დაცვა

ფერმერის შემოქმედებითი მიდგომა სათანადოდ დააფასეს ადგილობრივმა ეკოლოგებმა და მას WWF-ის ეკოლოგიური სერტიფიკატი გადასცეს.

ეს რეკომენდაცია არ არის, უბრალოდ ინფორმაციაა ფერმერზე, რომელიც ვენახში ლოკოკინებისა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბატებს და იხვებს იყენებს.

იხილეთ ვიდეო

ბაღების დაფინანსება