Voltai ოკეანის ტალღების ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის

ოკეანის, ენერგია, ელექტროსადგური

ვოლტაის (Voltai) გენერატორები ოკეანის ტალღებისა და ვიბრაციების ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

კანადურმა კომპანია Voltai-მ შექმნა კომპაქტური გენერატორები, რომლებსაც შეუძლიათ ტალღის ენერგიისა და ვიბრაციების ელექტროენერგიად გარდაქმნა უშუალოდ გემზე, რითაც მცირდება საწვავზე დამოკიდებულება და CO₂-ის გამოყოფა.

გლობალური გადაზიდვების ინდუსტრია ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქას განიცდის. სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მდგრადობას, ავტონომიას და ნახშირბადის კვალის შემცირებას. სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობს კანადური კომპანია Voltai, რომელიც უჩვეულო გადაწყვეტას გვთავაზობს: კომპაქტური გენერატორები, რომლებიც ოკეანის ტალღებისა და გემის ვიბრაციების ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

Voltai-ს მიერ შემუშავებული გენერატორი პატარა ბზრიალას (ჩიკორი) წააგავს, ის შეიცავს სისტემას, რომელიც რეაგირებს წყლის მოძრაობასა და კორპუსის ვიბრაციაზე. ყოველი ბიძგი, რხევა ან ვიბრაცია გარდაიქმნება ელექტრულ მუხტად.

ტრადიციული ტალღური ენერგიის სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებენ მასიურ ბუიებს ან წყალქვეშა ტურბინებს, Voltai-ს მოწყობილობა არ ქმნის წყლის წინააღმდეგობას, არ მოქმედებს გემის მუშაობაზე და მისი დამონტაჟება შესაძლებელია არსებულ გემებსა და სანაპირო ნაგებობებზეც კი.

კომპაქტური დიზაინი სისტემას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ავტონომიური გემებისა და პლატფორმებისთვის, სადაც აუცილებელია სტაბილურობა, დაბალი ენერგიის მოხმარება და მინიმალური მოვლა. Voltai აცხადებს, რომ მის სისტემას შეუძლია უზრუნველყოს უწყვეტი ენერგია ოკეანის წყლის მუდმივი მოძრაობის გამოყენებით – ეს ბუნებრივი, ამოუწურავი ენერგიის წყაროა.

Voltai-ს მთავარი მიზანია საზღვაო და მობილური გამოყენებისთვის კომპაქტური, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს შექმნაა. ტალღების ბუნებრივი მოძრაობის გამოყენებით, გემი საწვავის მოხმარების ან CO₂-ის გამოყოფის გარეშე სუფთა ელექტროენერგიის მუდმივ ნაკადს გამოიმუშავებს.

ეს ტექნოლოგია შეიძლება გახდეს მდგრად გადაზიდვებზე გადასვლის მთავარი ელემენტი და ოკეანე მომავლის ენერგიის წყაროდ აქციოს.

წყარო: building-tech.org

თქვენი რეკლამა