უზბეკეთის ყურძნის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა

უზბეკეთი, ყურძენი

უზბეკეთმა წელს მნიშვნელოვნად გაზარდა ყურძნის ექსპორტი.

უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე ქვეყანამ ექსპორტზე გიტანა 86 200 ტონა ყურძენი, რომლის ღირებულება 78.3 მილიონი აშშ დოლარია, რაც თითქმის 1.6-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი 2024 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 33,6 ათასი ტონით, ანუ 64%-ით გაიზარდა.

უზბეკური ყურძნის ძირითადი იმპორტიორები იყვნენ რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი.

მიწოდებული ყურძნის რაოდენობა:

  • რუსეთი – 63.4 ათასი ტონა,
  • ყაზახეთი – 15.2 ათასი ტონა,
  • ყირგიზეთი – 4.5 ათასი ტონა,
  • ბელორუსია – 2.8 ათასი ტონა,

სხვა ქვეყნებმა სულ დაახლოებით 300 ტონა იმპორტი განახორციელეს.

თქვენი რეკლამა