
როგორ გაიზარდა სომხეთის ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი, 2025 წლის პირველ 9 თვეში: მინისტრმა დეტალები წარმოადგინა.
2025 წლის დასაწყისიდან 29 სექტემბრამდე სომხეთმა ექსპორტზე 121,8 ათასი ტონა ახალი ხილი და ბოსტნეული გაიტანა, ეს 12%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ბოსტნეულის ექსპორტი:
- პომიდვრის ექსპორტი 8%-ით გაიზარდა და 13,5 ათასი ტონა შეადგინა;
- წიწაკის – 59%-ით (12,1 ათასი ტონა);
- ბადრიჯნის – 80%-ით (1,8 ათასი ტონა).
ხილის ექსპორტში ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა:
- გარგარის ექსპორტი 33%-ით გაიზარდა (დაახლოებით 44,0 ათასი ტონა);
- ქლიავის – 32%-ით (8,2 ათასი ტონა);
- ატმის – 86%-ით (დაახლოებით 11,0 ათასი ტონა);
- ალუბლის – 89%-ით (4,2 ათასი ტონა).
ყვავილების ექსპორტმა ასევე 61 მილიონ ცალს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 5.3%-ით მეტია.
ზრდა შესამჩნევია ხილისა და ბოსტნეულის ყველა ძირითად სახეობაში, მათ შორის იმ პროდუქტებზეც, რომელთა ექსპორტის მოცულობები შედარებით მცირეა.