მსოფლიოში რძის მწარმოებელი 10 უდიდესი ქვეყანა

რძე, მსოფლიო

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), საგარეო სოფლის მეურნეობის სამსახურის (FAS) ახალი მონაცემების თანახმად, ინდოეთი 2025 წელს მსოფლიოში რძის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნის ტიტულს შეინარჩუნებს.

ახალი შეფასებით, ინდოეთი ყოველწლიურად 212 მილიონ ტონა რძეს აწარმოებს – მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირს (150 მილიონი ტონა) და ამერიკის შეერთებულ შტატებს (103 მილიონი ტონა).

რძის მწარმოებელი ტოპ 10 ქვეყანა

  • ინდოეთი – 212 მილიონ ტონა;
  • ევროკავშირს – 150 მილიონი ტონა;
  • აშშ – 103 მილიონი ტონა;
  • ჩინეთი – 42 მილიონი ტონა;
  • რუსეთი – 34 მილიონი ტონა;
  • ბრაზილია – 28 მილიონი ტონა;
  • ახალი ზელანდია – 22 მილიონი ტონა;
  • გაერთიანებული სამეფო – 16 მილიონი ტონა;
  • მექსიკა – 14 მილიონი ტონა;
  • არგენტინა – 11 მილიონი ტონა.

ინდოეთის ლიდერობა განპირობებულია მცირე ფერმერების ფართო ქსელით, რომელთათვისაც რძის წარმოება შემოსავლის ძირითადი წყაროა. დეცენტრალიზებული რძის ინდუსტრიის მოდელი, ძლიერ შიდა მოთხოვნასთან ერთად, ზრდის მამოძრავებელი ძალაა.

ახალი ზელანდიაში და ბრაზილიაში გვალვებია, რაც ამცირებს საკვების მოსავლიანობას და, შესაბამისად, რძის წარმოებას. ჩინეთი, აქტიურად ახდენს ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, რათა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება.

გლობალურად, რძის წარმოება კვლავ სურსათის უვნებლობისა და ეკონომიკური სტაბილურობის მთავარ მაჩვენებლად რჩება. თუმცა, 2025 წელს ინდუსტრია მზარდი გამოწვევების წინაშე დგას: კლიმატის ცვლილება, სავაჭრო დაძაბულობა და საქონლის საკვების ფასების ზრდა, რაც მწარმოებლებს აიძულებს გადახედონ თავიანთ მიდგომებს.

თქვენი რეკლამა