აზერბაიჯანის დედაქალაქში რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანს შორის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული.
განხილვის მთავარი თემა იყო ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ITC) პროექტის, დასავლეთის მარშრუტი. რუსულ მხარეს წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი, აზერბაიჯანულ მხარეს – ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, ხოლო ირანულ მხარეს – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრი ფარზანეჰ სადეკი.
ირანი, რუსეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, მნიშვნელოვნად გაზარდონ ბალტიისა და ბარენცის ზღვებიდან, სპარსეთის ყურეში მათი ტერიტორიების გავლით ტრანზიტული ტვირთების მოცულობა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი სერიოზულად არიან განწყობილნი სამ ქვეყანას შორის თავისუფალი ლოჯისტიკური ხაზის ამოქმედების საკითხზე.
ზემოაღნიშნული სამი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით გაიმართა, ალექსეი ოვერჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს შეუფერხებელ ლოჯისტიკას.
რუსეთის ვიცე-პრემიერი მიესალმა ბაქოში სამმხრივი შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებს და განაცხადა, რომ ირანი, რუსეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ შექმნან საერთო სასაქონლო ბაზარი შეუფერხებელი ლოჯისტიკით, რაც ხელს შეუწყობს ბარენცის და ბალტიის ზღვებიდან სპარსეთის ყურეში ტრანზიტს.
ოვერჩუკმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გავლით, ტრანზიტის გაზრდა სამი ქვეყნის ხალხების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას გამოიწვევს. მან დასძინა, რომ პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მწარმოებლებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს.
წყარო: iran

