სტაბილურად მაღალი შიდა ფასებისა და საბაჟო საწყობების სტრატეგიული გამოყენების ფონზე, თურქეთის მარცვლეულის სააგენტოს (TMO) მიერ, 225 000 ტონა ქერის შესაძენად 31 ივლისისთვის დაგეგმილი ტენდერი, გლობალური ბაზრის ყურადღებას იპყრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ASAP Agri ავრცელებს.
თურქეთში ქერის შიდა ფასები სტაბილურად მაღალი რჩება, ხოლო საბაჟო საწყობებიდან ქერი უფრო კონკურენტულ ფასებში იყიდება, აღნიშნავს Atria Brokers-ის ბროკერი ბულენტ ოზსოი.
სწორედ ამიტომ, TMO, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს საწყობებიდან შემოტანილ ქერზე, 8-დან 29 აგვისტომდე გადაზიდვისთვის 225 000 ტონის შეძენისას“, – აღნიშნა ოზსოიმ.
ამავდროულად, CIF პირობებით კონკურენტუნარიანი შეთავაზებები შეიძლება ასევე საინტერესო იყოს მყიდველებისთვის, თუ ფასები მიმზიდველი იქნება.
„სასაწყობებიდან გამოშვებული ნებისმიერი მოცულობა, სავარაუდოდ, მალე იმპორტით შეივსება, რაც კვლავაც მხარს უჭერს თურქეთის მოთხოვნას გლობალურ ქერის ბაზარზე“, – დასძინა მან.
ბაზრის შეფასებით, თურქეთში დროებითი შენახვის საწყობებში ამჟამად დაახლოებით 100 000 ტონა ქერია, უახლოეს მომავალში კიდევ 40 000-50 000 ტონა იქნება მოსალოდნელი.
გვალვით გამოწვეული მოსავლის დანაკარგის გამო, თურქეთში ქერის იმპორტი, ამ სეზონზე გაიზრდება.
„წელს წარმოების მოცულობა აშკარად შემცირებულია, თუმცა მოსავლის აღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თურქეთი იძულებული იქნება გაზარდოს იმპორტი, თუმცა კონკრეტულ მოცულობებზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა კორაი ტუისუზოღლუმ, Erser Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
USDA-ს მონაცემებით, 2025/26 მარკეტინგულ წელს, თურქეთში ქერის წარმოება 6.1 მილიონი ტონა იქნება, რაც წინა სეზონზე 7 მილიონ ტონასთან შედარებით ნაკლებია.

