ევროპული სიდამპლე EFB ფუტკრის ბარტყის ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც გვხვდება მთელ მსოფლიოში. ბოლო წლების მონაცემებით დაავადების გავრცელება იზრდება.
ევროპული სიდამპლის მისი გამომწვევი ბაქტერია Melissococcus plutonius.
ეს დაავადება ამერიკული სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიისაგან Paenibacillus larvae განსხვავებით სპორებით არ ვრცელდება, რაც შედარებით აიოლებს მასთან ბრძოლას.
ორივე მათგანი ადრეული ასაკის ფუმფლის დაავადებაა და საკმაოდ ხშირად (გააჩნია ფუმფლის დაინფიცირების ხარისხს) ფუმფლი აღწევს გადაბეჭდვის სტადიამდე და მაშინ ის ემსგავსება ამერიკულ სიდამპლეს. თუნდაც მკვდარი ბარტყის წელვადობით, უჯრის სახურავის ჩახვრეტითა და დამახასიათებელი სუნით. თუმცა ამერიკულ სიდამპლეს აქვს თავისი დამახასიათებელი გამოხატული ნიშანი ე.წ. „ნისკარტი“.
დაკლიკეთ ფოტოზე (დოკუმენტზე) და წაიკითხეთ