
რაც შეეხება მუხუდოს M4 მუტანტური ხაზების აღწერას, 2024 წ. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა წინა 2023 წელს 15, 25 და 40 გრეით დასხივებული ნიმუშების ბიომეტრიული და ფენოლოგიური დაკვირვებების ჩატარება ანუ მიღებული იქნა მესამე თაობის სათესლე მასალა, რომლებიც მეთოდიკის მიხედვით კვლავ შეისწავლებიან მომდევნო თაობებში და შესაბამისად განხორციელდა მიღებული და გამორჩეული ნიმუშების კვლავ დათესვა შემდგომი დაკვირვებებისა და ანალიზის მიზნით.
ცხრილ #1 მუხუდოს M4 თაობის მუტანტური ხაზების გამორჩეული ნიმუშების ბიო-სამეურნეო მონაცემები.
ცხრილ #1 ის მონაცემების მიხედვით, განსხვავებით სტანდარტთან მიმართებაში გასაკუთრებით გამოირჩევიან #25-1/5 ნიმუშები, რომლებიც აჭარბებენ საკონტროლო ნიმუშს მცენარეზე პარკების რ-ბით, მცენარეზე მარცვლების რ-ბითა და მცენარეზე მარცვლის წონით შესაბამისად: 54%, 74 % და 228 % ით. აგრეთვე აღსანიშნავია დანარჩენი ნიმუშებიც, რომლებიც მნიშვნელოვნად აჭარბებენ სტანდარტს ბიო-სამეურნეო მონაცემებით.
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი,
ს/მ დოქტორი, პროფესორი თინათინ დარსაველიძე,
სპეციალისტი თეონა ვახტანგაძე
იხილეთ აგრეთვე: მუხუდო და მისი სელექციური ჯიშები საქართველოში