მეღორეობის მარკეტინგული მიმოხილვა – ბექა გონაშვილი

მეღორეობა, ფასები

ამ დღეებში, თბილისის ფორუმზე, ბექა გონაშვილის საინტერესო მიმოხილვას წავაწყდით მეღორეობის დარგში, მარკეტინგის მიმართულებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, ბოდიში რომ დიდი ხანი ვერ შემოვედი ისე რომ მეპასუხნა, ახლაც მაგრა მეძინება და სანამ მიმაკიმარებს ვეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია რაც მაქვს და რაც ჩემი აზრით საკმაოდ ლოგიკურია.

ნუ დასურათებაც შემიძლია ბევრი რამის, მაგრამ ახლა ნუ მაწვალებთ.

რაც შეეხება ესპანელებს.

ამჟამად ესპანეთი გამოირჩეა იმით რომ 30 მილიონამდე ღორი ჰყავთ, მათი წარმოების დიდი ნაწილი არის ექსპორტი, მათ შორის ჩინეთმა გახსნა ესპანეთი გასულ წელს და საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნაც, რეალიზაციაც და ფასებიც.

თუმცა ჩემი იქ ჩაფრენის დღეს კილოგრამი ცოცხალი წონის ფასი 1.10 ევრო იყო, იმ დროისთვის ეს გამოდიოდა 3.4ლარი, ანუ ცოცხალი წონა. ხოლო გამოფრენისას 1.07 ევრო. რომ ვუთხარი ხალხო ამაში ფული გრჩებათ მეთქი, და უუფ, ააი 1 ევროს რო ჩამოსცდება მაშინა ვზარალობთო, ახლა არაუშავსო ნორმალურიაო… მაგრამ შარშან 5-6 თვე ფასები 1.3 ევროში ტრიალებდა და მაგარი ფულები მოვარტყით ყველამო, აგერ ახლაც ხომ ხედავ ახალ ფერმას ვაშენებო (3000 სულ დედა ღორზე ფერმას აშენებდა ჯიგარი, და უკვე ქონდა 3500 დედაზე, რომელმაც მაგარი ფული დააწერინა, მისი სიტყვებით.

რაც შეეხება უკრაინაში ქერი და ხორბალი იაფი ღირსო, ხოდა ამასწინათ ერთი უკრაინელი კოლეგა იყო ჩამოსული და ეგ საკითხი მეც მაინტერესებდა, შევადარეთ ფინიშის ფასები (იმ დროს მეტადრე ფინიშის კვებითი ღირებულებები დაემთხვა ჩვენი, თორე სტარტში გაცილებით ნაკლები კვებითი ღირებულება ქონდა ვიდრე ჩემ რაციონში იყო, თავს არ ვიქებ, უბრალოდ ასე იყო) და გამოვიდა რომ მისი სარეალიზაციო ფასი იმ დროის კურსით გამოვიდა 235 ევრო ტონის ღირებულება და ჩემი იყო 262 ევრო, კი ტონაზე 30 ევრო არაა პატარა სხვაობა, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენთან დრაბილკაში გატარებული პროდუქცია უკვე დღგ-თი იბეგრება და იქ ეგ პრობლემა სხვანაირად რეგულირდება მგონი მიხვდებით რომ დიდი სხხვაობა არაა.

რატო რჩებათ ფული იმ ძირგამომპალ კაპიტალისტებს და რატო არ გვრჩება ჩვენ?!

კი ბატონო, ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მთავარია: ტექნოლოგია და გენეტიკა.

მაგალითად აი ესპანეთში ყოფნისას, ჩვენი პარტნიორმა კომპანიამ INGASO (www.ingaso.com) წაგვიყვანა თავის ექსპერიმენტულ ფერმაში რომელიც 450 დედა ღორზეა, სადაც სცდიან თავიანთ ახალ პროდუქციებს და აკვირდებიან. ამ ფერმაში მუშაობდა სულ რაღაც 2 ადამიანი, არ მოგესმათ მეგობრებო, 450 დედა ღორიან ფერმაში რამდენი ათასი სულია ერთდროულად ხომ წარმოგიდგენიათ? ხოდა სულ ამ ფერმას უვლიდა 2 ადამიანი, ისიც იმ დღეს როცა ჩვენ მიგვიღეს ერთ-ერთს მამა ჰყოლია ავად და სააავადმყოფოში იყო, ხოდა ერთი კაცი მუშაობდა ოდენ.

ეს იყო მოკლედ ტექნოლოგიაზე.

ახლა რაც შეეხება გენეტიკას, იგივე ფერმაში დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ რომ მაგალითად ერთ-ერთი ღორს, რომელიც სუფთა ლანდრასის ჯიში იყო, ჰყავდა დაყრილი 22 გოჭი, საიდანაც 2 მოკვდა, ხოლო 2 -იც გაუშვილეს და 18-ს ზრდიდა მარტოკა, ერთი სამშობლოსათვის თავდადებული დედა ღორი!

ძირითადად დედასთან ტოვებენ გოჭებს 21 დღემდე, ან მაქსიმუმ 28 დღემდე, ასხლეტვიდან 5-7 დღეში დედას ისევ ანაყოფიერებენ და ისევ ელოდებიან 115 დღეს, ამასობაში გადის 2 წელი და ეს ერთი პატივცემული დედა ღორი ასწრებს 5 ბუდობას, თუ საშუალო ციფრს ავიღებთ რაც ახლა ევროპაშია მიღებული 13.5 გოჭი ერთ დედაზე ერთ ბუდობაზე გამოდის 67.5 გოჭი

თუ დაახლოებით ხარჯსაც ვიანგარიშებთ 1 ბუდობისას (დედის ხარჯი) დაახლოებით 400 ლარის ფარგლებშია (ანუ მაკეობის დროს, მაკე ღორის საკვები და დედობისას დედა ღორის საკვები რომ ვიანგარიშოთ, ეს ხარჯიც აქაური ფასებითაა დათვლილი) გამოდის 2000 ლარი დაჯდება მაგ 2 წელში 1 პატიოსანი დედა ღორი, კვების ამბავვში, ანუ 1 პატიოსანი გოჭი გამოვა დაახლოებით 30 ლარი, იქაც სხვა ხარჯები მივუმატოთ 10 ლაერი გოჭზე და ეგაა ჩვენი 40 ლარი ერთი გოჭის ხარჯი.

რაც შეეხება გოჭის სუქებას რომ დაკლათ 90 კილოგრამი ხორცის ფარგლებში დაჭირდება 260-280 ლარი, ერთი სულისას, ანუ ჯამში 40+280= 320 ლარი + იქაც სხვა ხარჯები 30 ლარი, გამოდის 350 ლარი 1 სული, ანუ გამოდის რომ 90 კილოგრამს იღებთ 350 ლარის დანახარჯით, კარგით იყოს 400 ლარი.

1 კგ ხორცი უნდა დაგიჯდეთ 4.44 ლარი, რაც ევროზე არის: 1.48 ევრო/კგ ხორცი, ჩვენთან კი ახლა არის მინიმუმ 8 ლარი.

რაც შეეხება არ იყიდებას, ცოტა ვერ დაგეთანხმებით, რამდენადაც ბაზარს უკვე რამენიმე თვეა ვაკვირდები, უკრაინიდან 10-12 ათასი სული შემოდის თითქმის ყოველთვის ცოცხალი რომელიც აქ იკვლება, ასე რომ დეფიციტია უზარმაზარი.

ცოტა ბევრის წერა გამომიდა, ისე ჩემი ბლოგისთვისაც კი შეილება ამ ტექსტის დაკოპირება, კარგი გზამკვლევი შეილება გამოვიდეს სამომვალოდ მეღორეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო“.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საიტი: http://farmers.ge/
FB: https://www.facebook.com/AgroQiziki

თქვენი რეკლამა