დაავადების ან მავნებლის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე შეაცალეთ პომიდორს დაზიანებული ნაწილები, გაიტანეთ დაუსახლებელ ადგილზე და დაწვით, ან ნიადაგში ღრმად ჩამარხეთ.
პომიდვრის სათბურში მოყვანისას მავნებლების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო ბადეები.
ფიტოფტორა
ფიტოფტორას წარმოქმნისა და გავრცელებისთვის იდეალური პირობებია ერთდროულად მაღალი ტემპერატურა, 21-290C და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 100%-მდე, რასაც თან სდევს დაბალი ტემპერატურაც 7-150C. ამ დროს მცენარე მთელი დღის განმავლობაში სველია, რაც იწვევს დაავადებას.
ფიტოფტორა ფოთლის ნაპირებზე წარმოქმნის ღია მწვანე წყლიან ლაქებს, ირგვლივ ღია ყვითელი გარსით, რომელიც საკმაოდ სწრაფად იზრდება, შემდგომ კი იღებს მუქ ყავისფერ-მოშავო შეფერილობას.
დაავადების სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ძირითადად ხდება ხანგრძლივი მაღალი ტენის პირობებში. ამ დროს დაზიანებული ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება თეთრი ნადები და ნაყოფი მასიურად იწყებს ლპობას.
ბრძოლის ღონისძიებები ფიტოფტორას წინააღმდეგ:
დაავადების წინააღმდეგ, ადრეული ნიშნების გამოჩენისთანავე გამოიყენეთ ტანოსი, კუპროქსატი, ჩემპიონი, კოსაიდ 2000, ბორდო ლუქსი (ან სხვა შესაბამისი პრეპარატები), 80 გრამი პრეპარატი 100 ლიტრ წყალში შეაზავეთ და შეასხურეთ მცენარეს. შესხურება რეკომენდირებულია მაქსიმუმ 3-ჯერ, 10 დღიანი ინტერვალებით. 1 ჰა-ზე პრეპარატის ხარჯვის ნორმაა 500 გრამი.
ტანოსის გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის შემასხურებელში, თავსებადია ფუნგიციდებთან.
ფრთათეთრა
სათბურის ფრთათეთრა პომიდორზე წარმოქმნის წებოვან ნივთიერებას. მისი გავრცელებისას ფოთლები ჭკნება, ფერმკრთალდება ან ყვითლდება, ხოლო ფოთლის ქვეშ გროვდება მავნებლის კვერცხები. ფერხდება მცენარის ზრდა, სუსტდება იგი ისე, რომ იგი ვეღარ ახორციელებს ფოტოსინთეზს.
ფრათათეთრას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები:
მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენეთ ნუპრიდი 200, არივო, ტალსტარი, აპლაუდი ან პასკალი (ან სხვა შესაბამისი პრეპარატები). 1 ჰა-ზე გამოიყენეთ 0.5 ლ პრეპარატის წყალთან ნაზავი. შესხურება რეკომენდირებულია ერთხელ. 1 ჰა-ზე სამუშაო ხსნარის გამოყენების ნორმაა 200-300 ლ.
სეზონის განმავლობაში მოცემულ ნაკვეთზე არ გამოიყენოთ 2 ჯერზე მეტად. რეკომენდირებულია მისი მონაცვლეობა სხვა ქიმიური კლასის ინსექტიციდებთან.
ნუპრიდი 200-ის გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის შემასხურებელში, თავსებადია ინსექტო-აკარიციდებთან, ფუნგიციდებთან და მინერალურ სასუქებთან.
ჩანაწერებში აუცილებლად აღრიცხეთ გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო საშუალებები!
გირჩევთ!
- გამოიყენეთ სერტიფიცირებული, საღი სათესლე და სარგავი მასალა;
- აწარმოეთ პომიდორი კარგი დრენაჟის მქონე ფხვიერ ნიადაგში;
- დაიცავით კულტურათა მონაცვლეობა;
- არ აწარმოოთ პომიდორი კარტოფილის ნაკვეთის სიახლოვეს;
- არ გამოიყენოთ ველურად აღმოცენებული პომიდვრის ჩითილი;
- ჩაატარეთ სათბურის დეზინფექცია, დაიცავით სანიტარული წესები;
- გამოიყენეთ მაღალი ხარისხის პრეპარატები.
იხილეთ აგრეთვე: პომიდვრის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის