მწვანე, აფთიაქი
სამკურნალო მცენარეები

ეწრის გვიმრა – სამკურნალო მცენარე

ეწრის გვიმრა (ლათ. Pteridium Tauricum) კილამურასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლოვანი, 50-150, ზოგჯერ 200 სმ სიმაღლის, გრძელ მხოხავფესვურიანი მცენარეა. გრძელყუნწიანი ფოთლები ფესვურიდან განცალკევებულად ამოდის, რომელიც კონფიგურაციულად განიერფუძიანი სამკუთხედისებრი ან კვერცხისებრია, ორჯერ ან სამჯერ ფრთართული, ქვედა მხარე წითური […]
ხებალახა, სამკურნალო, რეცეპტი
სამკურნალო მცენარეები

ხებალახა – სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი

ხებალახა (ლათ. Solanum pseudocapsicum) მრავალწლიანი, ძლიერ დატოტვილი, 1-4 მეტრი სიმაღლის მცოცავი მცენარეა. ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). ყვავილები ქოლგისებრ საგველა ყვავილედადაა შეკრებილი. წითელი, კვერცხისებრი, კენკრა ნაყოფები ღეროზე ქოლგებადაა დაკიდული. ამოკვეთილ-დაკბილულ კიდეებიანი, კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. იზრდება […]
თავსისხლა, ხალხური, მკურნალობა
სამკურნალო მცენარეები

თავსისხლა – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

თავსისხლა (Sanguisorba officinalis – Кровохлебка лекарственная) განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი გვარის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვებისაგან Sanguis “სისხლი”, Serbere – “შეწოვა”, რაც მის სისხლის შესაჩერებელ თვისებებზე მიუთითებს. თავსისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი 1 მ სიმაღლის მცენარეა. ფესვთა სისტემა […]
სურო, კავკასიური, სამკურნალო, მცენარე
სამკურნალო მცენარეები

კავკასიური სურო – სამკურნალო მცენარე

კავკასიური სურო სუროსებრთა ოჯახის, მცოცავი (ლიანა), მარადმწვანე მცენარეა.  გავრცელებულია მთელ საქართველოში. აგრეთვე კავკასიის, შუა ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე აზიისა და ირანის ტყეებში. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი შიშველი. საკმაოდ გრძელყუნწიანი ტყავისებრი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა გაწყობილი, რომელნიც […]
ხეშავი, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

ხეშავი (Rhamnus cathartica) – სამკურნალო მცენარე

ხეშავი (Rhamnus cathartica) ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები […]
რეცეპტები, ღრძილები
სამკურნალო მცენარეები

ღრძილების მკურნალობა ხალხური მეთოდებით – რეცეპტები

იმისთვის, რომ ჯანმრთელი ღრძილები გვქონდეს, აუცილებელია სწორი, ჯანსაღი კვება. ჩვენი კვების რაციონში ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა ნატურალური პროდუქტები უნდა შედიოდეს. თუმცა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის საოჯახო ბიუჯეტი, მარვალფეროვანი კვების შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად […]
სამკურნალო მცენარეები

თავშავა (ორეგანო) – სამკურნალო მცენარე

თავშავა (ორეგანო, Origanum vulgare L. Душища обыкновенная) მრავალწლიანი სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა მიწისქვეშა დატოტვილი ფესურით, რომელზეც ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე ყლორტი დატოტვილი ცილინდრული ფორმის მოწითალო ღეროებით. ფოთლები მოპირისპირეა, ყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, მთლიანკიდიანი, მოყვითალო წერტილებით – ჯირკვლებით, რომლებიც მხოლოდ […]
სამკურნალო მცენარეები

დედოსფლისთითა – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

დედოსფლისთითა (ქვემოიმერული – ზორტა; გურული – ონჯახუა; ლათ. Veronica Officinalis L; რუს. вероника лекарственная. ბოტანიკური ლექსიკონი) შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. დედოფლისთითა გურიაში ცნობილია ონჯახუას, აჭარაში კი ნაღრძობის ბალახის სახელით. მხოხავფესვურიანი მრავალწლიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან […]
ია, სამფერა, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

სამფერა ია (იაჟუჟუნა) – სამკურნალო მცენარე

სამფერა ია ანუ იაჟუჟუნა (ლათ. Viola tricolor) ყვავილობს აპრილის ბოლოდან შემოდგომამდე. მისი ყვავილის ფურცლები შეფერილია სხვადასხვანაირად: ორი ზედა მელნისფერი ან ლურჯია, სხვადასხვა ელფერით, ქვედა სამი თეთრია ან ყვითელი. ყვავილის შუაგულიდან როგორც სხივები გამოდიან მუქი ხაზები. […]