ადამიანებს არ აქვთ ერთნაირი მოთხოვნილება სითბოსადმი, ზოგისთვის სასურველი ტემპერატურა სხვისთვის შეიძლება აუტანელი იყოს. ამის გამო ხშირია დისკომფორტი ოფისებში, ბინებში.
ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება სრულიად რეალური აღმოჩნდეს.
უკრაინული „ჭკვიანი“ გათბობის სისტემა eCozy, საშუალებას იძლევა, თქვენი ოფისის (სახლის) სხვადსხვა ოთახში, სურვილისამებრ მიიღოთ სხვადასხვა ტემპერატურა.
ეს ენერგოეფექტური სტარტაპი, უკვე შესულია დასავლეთ ევროპის ბაზრებზე. სისტემას საფუძვლად რეგულირებადი თერმოსტატები უდევს, რომლებიც მაგრდება ყოველი გათბობის პანელის შემავალ მილზე.
ტემპერატურის კონტროლი (ცალკეულ ოთახებშიც) შესაძლებელია დისტანციურად, სმარტფონის დახმარებით და გამომგენებელთა განცხადებით მომხმარებელს 30%-ის ეკონომიის საშუალებას აძლევს.
SeedMatch-ის მასალებზე დაყრდნობით.