უახლოეს ხუთ წელიწადში საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, საკუთარი გზებისთვის ახალი საფარი WattWay გამოიყენოს, რომელშიც მზის პანელებია ჩამონტაჟებული.
ერთი კილომეტრ ესეთ საფარს, 5000 მოსახლიანი ქალაქის, ქუჩის განათების ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.
ტექნოლოგია შექმნა ფრანგულმა კომპანიამ Colas, რომელმაც სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად, აგრეთვე საფრანგეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით, შეძლო საკუთარი ტექნოლოგიის საქალაქო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრირება.
ეს არ არის ამერიკული „მზის გზები“, Wattway-ის მთავარი და მნიშვნელოვანი განსხვავება, ამერიკული ანალოგისგან ის არის, რომ იგი არ მოითხოვს ძველი გზის საფარის შეცვლას (ახალი გზის დაგებას), Wattway-ს არსებულ საფარს აწებებენ, როგორც დამატებით ფენას.
Wattway-ს ზედა ფენა დაფარულია სპეციალური ნივთიერებით, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების კარგ მოკიდებას. ამასთან „მზის საფარის“ სისქე, სულ რაღაც 7 მილიმეტრია.
ახალი საფარის დაგება 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება!