ბელგიურმა სტარტაპმა Turbulent, 3D პრინტერის მეშვეობით შექმნა ტურბინა, რომელიც მონტაჟდება მცირე მდინარეზე და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ისე, რომ გავლენას არ მოახდენს მდინარის ბუნებრივ დინებაზე.
გამოგენების ავტორებს: გირტ სლაჩმიულდერს და ჯასპერ ვერეიდს, სურდათ ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის მისაღებად კომპაქტური, მარტივად დასამონტაჟებელი, იაფი მოწყობილობა შეექმნათ.
მინი ჰესის Turbulent მუშაობის პრინციპი ეფუძნება, მოწყობილობის შიგნით ხელოვნური მორევის შექმნას.
ერთი ესეთი მოწყობილობის პატარა მდინარეზე დამონტაჟებით, შესაძლებელი იქნება 3-4 ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.
გამოგონებით დაინტერესდა ბელგიის ხელისუფლება და რამოდენიმე მსხვილი კომპანია.