Freshpaper – ეს არის ბალახებით გაჟღენთილი ქაღალდი, რომელიც მწარმოებლის თქმით, პროდუქტების ვარგისიანობის ვადას 2-4 ჯერ ზრდის.
ნებისმიერი ფერმერისთვის, ისევე როგორც მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ მწვანილის მალფუჭებადი პროდუქტია.
Fenugreen FreshPaper-ის დამაარსებელმა კავიტა შუკლამ მოიფიქრა მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ მწვანილს, არამედ სხვა მრავალ ბოსტნეულს და ხილსაც ინახავს საღ მდგომარეობაში, მაცივრის გარეშე.
Freshpaper – 15X15 სმ. ზომის ქაღალდის ფურცელია, რომელიც ორგანული სანელებლებითაა გაჟღენთილი, როცა ესეთი ქაღალდი ახალ ხილთან და ბოსტნეულთან არის განთავსებული, ის ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოების განვითარებას, ინახავს პროდუქტს და ამცირებს საკვებ ნარჩენებს.
ეს იდეა კავიტას ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ეწვია, როდესაც გოგონამ ინდოეთში, ბებიასთან სტუმრობა გაიხსენა, მაშინ მან შემთხვევით, ონკანიდან, სასმელად უვარგისი წყალი დალია (ინდოეთში ეს წყალი დაბინძურებულია საშიში ბაქტერიებით).
ბებიამ გარკვეული ბალახები და სანელებლები გახსნა სუფთა წყალში და დაალევინა, გოგონა არ დაავადებულა. „მე სულ მაინტერესებდა, როგორ იმუშავა ამ ხალხურმა საშუალებამ“-იხსენებს კავიტა.
ის ეძებდა პასუხს და ატარებდა ექსპერიმენტებს, ცდების ძირითადი ობიექტი მარწყვი იყო. მარწყვს გოგონა სანელებლების სხვადასხვა ნარევში ათავსებდა, შედეგად მიღებული იქნა Fenugreek FreshPaper, რომელიც კავიტამ 17 წლის ასაკში დააპატენტა (სახელი ერთ-ერთი ინგრედიენტიდან მოდის, რომელიც ასევე გამოიყენება ინდურ კერძებში).
გოგონას საწყისი გეგმები, სულაც არ იყო ამერკელებზე გათვლილი, ის ხედავდა შიმშილსა და სიღარიბეს ინდოეთში და სურდა პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებით, განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ადამიანი დაპურებულიყო, მაგრამ მან არ იცოდა როგორ განევითარებინა პროექტი.
2010 წელს, პარტნიორთან ერთად კავიტა შუკლა, ფერმერთა ბაზარზე შევიდა პროდუქტით Handmade FreshPaper და ამან იმუშავა, დღეს უკვე FreshPaper აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე იყიდება.
შუკლას სურს რომ, პროექტის წარმატება განვიათარებად ქვეყნებზეც აისახოს, მსოფლიოში საკმარისი საკვებია ყველას გამოსაკვებად, მაგრამ წარმოებული პროდუქტის 25% იკარგება და უბრალოდ იყრება.
FreshPaper-ის გამოყენება შესაძლებელია ყველა ეტაპზე, დაწყებული ფერმიდან – საკვების მიღებამდე, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს პროდუქტების ვარგისიანობის ვადას.
ოფიციალური გვერდი: freshpaper.com.au
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.