თუ ხარ მეწარმე, საკუთარი ხელით აკეთებ აგრო ტექნიკას, ხელსაწყოებსა და სხვა მასალებს მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.
კომპანია აგროონლაინი სოციალურ პროექტს ,,ვაწარმოებ საქართველოში“ იწყებს. პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საკუთარი ხელით აკეთებს აგრო ტექნიკასა და ხელსაწყოებს, შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ონლაინ მაღაზია www.agroonline.ge, განათავსოს საკუთარი პროდუქცია და კომპანია სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებს ამ პროდუქციის რეკლამირებასა და რეალიზაციას.
Agroonline.ge არის აგრო ცენტრი ინტერნეტ სივრცეში, რომელიც ფერმერს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო, ენერგია და მისთვის საჭირო პროდუქცია მოიძიოს ერთ სივრცეში. საიტზე განთავსებულია ფერმერებისათვის საჭირო პროდუქცია და ყოველდღიურად 1000-მდე უნიკალური ვიზიტორი ყავს.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას და წაახალისოს ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით ცდილობენ შექმნან ისეთი ხელსაწყოები თუ ტექნიკა, რომელიც ფერმერებს უფრო მეტად გაუმარტივებს შრომას.
,,ჩვენი საქმინობიდან გამომდინარე, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხშირად გვინახავს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით ამზადებენ საფერმერო ხელსაწყოებს, გალიებს, სკებს, წისქვილებს და სხვა ისეთ ტექნიკას, რომელიც ეხმარებათ მათ შრომის შემსუბუქებაში. თუმცა, ამ ადამიანების შესახებ უმეტესობამ არ იცის და არც მათ აქვთ სათანადო შესაძლებლობა რეალიზაცია გაუწიონ საკუთარ პროდუქტს. ამ პროექტით გვინდა სწორედ ამ ადამიანებს დავეხმაროთ“ – ლევან ფანჯიკიძე.
პროექტში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულ მეწარმეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის, მეილის ან სოციალური ქსელის საშუალებით (032 2 42 32 74; info@agroonloine.ge; Facebook – აგრო ონლაინი და გამოგვიგზავნეთ პროდუქტის ფოტო, აღწერა და ღირებულება.
ინფორმაცია მოგვაწოდა აგრო ონალინმა, ვებ გვერდი: https://agroonline.ge/ka/
დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.