უზბეკური ალუბალი ბენელუქსის ქვეყნებში

ალუბალი, ნიდერლანდები, ექსპორტი, ბენელუქსი

უზბეკეთის საელჩოს მხარდაჭერით, კომპანიებმა Top Cherry (ფერღანას რაიონი) და Sonneg (ლუქსემბურგი) ბენელუქსის ქვეყნებში უზბეკური ალუბლის ექსპორტი განახორციელეს.

კამპანიის ფარგლებში, უზბეკური პროდუქციის ნიმუშები პოტენციურ მყიდველებს წარუდგინეს, მათ შორის: ლუქსემბურგის ქსელურ მაღაზიებს, ევროპული ხილისა და ბოსტნეულის ცენტრის წევრ და ნიდერლანდების შემსყიდველ კომპანიებს.

უზბეკეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ხოსე კამპოსმა (იმპორტიორთა მსხვილი ქსელის Exofi (ბელგია) მფლობელი), განაცხადა, რომ იგი მზად არის შეიძინოს უზბეკური ალუბალი თუ კონკურენტუნარიან ფასს შესთავაზებენ.

შეხვედრების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება გარგარის, ატმის, ყურძნის, ნესვის და სხვა პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ.

2021 წლისთვის უზბეკური ალუბლის შეძენით, ბენელუქსის ქვეყნების (ბელგია-ნიდერლანდები-ლუქსემბურგი) არაერთი კომპანია დაინტერესდა.

ალუბალი, ნიდერლანდები, ექსპორტი, ბენელუქსი

ბაღების დაფინანსება