უკრაინული სახამებლის ქარხანა წარმოებას ზრდის

კარტოფილის, სახამებლი, უკრაინა

უკრაინიული სახამებლის ქარხანა „Central Plains Group“ (CPG) (ლვოვის რეგიონი) 2025 წელს წარმოების გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„მაღალი ხარისხის კარტოფილის სახამებლის დეფიციტი როგორც უკრაინის, ისე მსოფლიო ბაზრებზე ასტიმულირებს კარტოფილის სახამებლად გადამუშავების მოცულობის ზრდას. ლვოვის რეგიონში სამრეწველო მეკკარტოფილეობის მზარდი ინდუსტრიული ცენტრი აგრძელებს ზრდას. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ კარტოფილის სახამებლად გადამუშავების ახალი სეზონის ფორმირებაზე: გვაქვს კომუნიკაცია ფერმერებთან, განვსაზღვრავთ თესლის საჭიროებას და ვაფორმებთ ხელშეკრულებებს 2025 წელს მიწოდებისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამგვარად, წელს CPG გეგმავს სახამებლად გადასამუშავებლად კარტოფილის საკონტრაქტო კულტივაციის მოცულობის გაზრდას 25 ათას ტონამდე, რაც შეადგენს 600 ჰექტარზე მეტს. ხოლო პარტნიორ ფერმერთა რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

კომპანია ფერმერებს 100%-ით უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თესლით. არჩეულია ჯიში კურასი (AGRICO), რომელიც ცნობილია თავისი სტაბილური მოსავლიანობითა და სახამებლის მაღალი შემცველობით. თესლი უკვე დაკალიბრებულია მაქსიმალური ხარისხისა და მოსავლიანობის უზრუნველსაყოფად.

თქვენი რეკლამა