უკრაინაში ბატატის პირველი სამრეწველო მოსავალი აიღეს

ბატატი, უკრაინა, ოდესა

უკრაინელმა ფერმერებმა ბატატის (ტკბილი კარტოფილის) პირველი სამრეწველო მოსავალი აიღეს.

ოდესის რეგიონი ხდება ინოვაციური აგრობიზნესის ცენტრი. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ახალი პროდუქტია ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი, იუწყება EastFruit.

სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ბოსტნეული ეგზოტიკური იყო, მაგრამ დღეს ახალი სასოფლო-სამეურნეო ტენდენცია გურმანთა გულებს იპყრობს. მან სწრაფად დაიკავა ადგილი მრავალი რესტორნის მენიუში და ოჯახური სადილის კერძებს შორის.

„ოდესის რეგიონის აგრარული სექტორი აგრძელებს ჩვენს გაოცებას არასტანდარტული გადაწყვეტილებებით: ბელგოროდ-დნესტროვსკის რეგიონში ბუჟაკის ფერმამ დაასრულა ტკბილი კარტოფილის მოსავლის აღება 7 ჰექტარზე“, – წერს ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაცია.

მეურნეობის ხელმძღვანელი ალექსეი ზგირინი ამბობს, რომ ჯიშის Beauregard მოყვანა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, კერძოდ, უვირუსო სარგავი მასალის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. შედეგად ქიმიური დამუშავების რაოდენობა შემცირდა და პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდა.

ბატატი, უკრაინა, ოდესა

„ოდესის ოლქის აგრარული სექტორი კიდევ ერთხელ ამტკიცებს: რთულ პირობებშიც კი, რეგიონი შეიძლება იყოს ინოვაციისა და ეფექტურობის მაგალითი. ასეთი ინიციატივების წყალობით ჩვენი ფერმერები არა მხოლოდ ავითარებენ ეკონომიკას, არამედ უკრაინელებს ახალ პროდუქტებს აწვდიან“, – დასძენს საოლქო ადმინისტრაცია.

თქვენი რეკლამა