AI ტექნოლოგია ავსტრალიის კაკლის ბაღებში

ხელოვნური, ინტელექტის, ტექნოლოგიები

ავსტრალიაში ინერგება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რომლებიც ერთ ოპერატორს საშუალებას აძლევს ერთდროულად აკონტროლოს რამდენიმე ტრაქტორი – თუნდაც დისტანციურად, ტელეფონიდან ან პლანშეტიდან.

ამის შესახებ ინფორმაციას Fresh Plaza ავრცელებს.

ამერიკულ კომპანია Bluewhite-თან პარტნიორობით შექმნილი პროექტი ჩვეულებრივ ტრაქტორებს სრულად ავტონომიურ მანქანებად აქცევს.

„კაკლის წარმოება და მოსავლის აღება შრომატევადი პროცესია და დიდწილად დამოკიდებულია სეზონურ მუშებზე და დროებით სამუშაოდ შემოსულ უცხოელებზე. თუმცა, შრომის პროგრამებსა და რეგულაციებში ბოლოდროინდელი ცვლილებების შემდეგ, მწარმოებლები სულ უფრო მეტ სირთულეს აწყდებიან საიმედო მუშახელის პოვნაში“, – განმარტა Hort Innovation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრეტ ფიფილდმა.

ახალი პლატფორმა რეალურ დროში მონაცემების შეგროვების საშუალებას იძლევა, რაც ფერმერებს ზუსტ, ანალიტიკურ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ Bluewhite-ის ავტონომიური პლატფორმა ავსტრალიაში შემოგვაქვს. Pathfinder-ი და Compass-ი შექმნილია ისე, რომ შეუფერხებლად ინტეგრირდეს არსებულ ტექნიკასთან და დააკმაყოფილოს კაკლოვანი კულტურების წარმოების საჭიროებები“, – განაცხადა Bluewhite-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა გრეჰემ ტომპსონმა.

პროექტი, ძირითადად, კაკლის, ნუშის, მაკადამიისა და ფისტას მწარმოებლებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მას მებაღეობის სხვა სექტორებში აქვს გაფართოების პოტენციალი.

თქვენი რეკლამა