
თურქეთში ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოება წელს მნიშვნელოვნად შემცირდება აპრილში ძლიერი ყინვების გამო.
თურქეთის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ხილის, კენკრისა და სანელებლების მოსავლიანობა, სავარაუდოდ, 24.4%-ით შემცირდება – 28.4 მილიონიდან 21.4 მილიონ ტონამდე, წერს FreshPlaza.
ვაშლის წარმოება შესაძლოა 38.7%-ით შემცირდეს 2.7 მილიონ ტონამდე, ატმისა და ნექტარინის მოსავლიანობა 30%-ზე მეტით, ხოლო ალუბლის წარმოება – 55.7%-ით
წარმოების შემცირება გავრცელდება გარგარზე, ყურძენზე, ლეღვზე, ქლიავზე და ხურმაზე. პრობლემები შეექმნება მარწყვს, რომელიც ამჟამად ბაზარს სათბურებიდან მიეწოდება.
ფორთოხლისა და ლიმონის მოსავლიანობა შესაძლოა, შესაბამისად, 12.4%-ით და 20.9%-ით შემცირდეს, ხოლო ზეთისხილის წარმოება, რომელიც ისედაც არასტაბილურია 40%-ით.
ბოსტნეულის საერთო წარმოება შესაძლოა 1.7%-ით შემცირდეს 33 მილიონ ტონამდე. პომიდვრის მოსავალი, რომელიც ძირითადი საექსპორტო პროდუქტია 5.7%-ით. წიწაკა და მწვანე ლობიო ასევე მცირედით შემცირდება.
ამავდროულად, საზამთროს, ბადრიჯნის და ხახვის წარმოება შესაძლოა შესაბამისად 3.5%-ით, 3.3%-ით და 2.6%-ით გაიზარდოს.