საქარველოს მეფუტკრეთა გაერთიანება გიწვევთ თბილისის თაფლის ფესტივალზე, რომელიც ჩატარდება მთაწმინდის პარკში 24 – 25 ივნისს.
თბილისის თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული თაფლი თავისი მრავალფეროვნებით, მასშტაბებითა და წარმატებებით, რომელსაც ამ სექტორმა ბოლო შვიდი წლის მანძილზე მიაღწია.
ფესტივალი ორი დღის მანძილზე უმასპინძლებს დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს – 24 ივნისს შუადღის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე და 25 ივნისს დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, რომელიც ამ ეტაპზე ცხრა მეფუტკრეთა ასოციაციას და 22 კომპანიას აერთიანებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი დახლები, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი საუკეთესო თაფლი, დატესტონ მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, დაათვალიერონ საქართველოში წარმოებული კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული სკები, ხოლო ბოტანიკური ბაღები და სანერგეები თაფლოვან მცენარეებს გამოფენენ.
ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია. ფესტივალის ფასილიტატორია მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალის გახსნის ცერემონია დაიწყება 24 ივნისს 14:00 საათზე.