აზერბაიჯანი და უზბეკეთი აგრო სექტორში სავაჭრო ბრუნვას გაზრდიან

აზერბაიჯანი, უზბეკეთი

აზერბაიჯანი და უზბეკეთი სოფლის მეურნეობის სექტორში სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და  საგანმანათლებლო დაწესებულებებსა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრ მეჯნუნ მამედოვსა და აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩს ბაჰრომ აშრაფხანოვს შორის შეხვედრაზე, ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სექტორში საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება განიხილეს.

ამის შესახებ ბიზნეს მედია (Business media) აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები შესაძლებელს ხდის განვითარდეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში.

მამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია უზბეკეთთან თანამშრომლობის გაფართოებით სოფლის მეურნეობის სექტორში.

შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სექტორში აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, სოფლის მეურნეობის სექტორში სავაჭრო ბრუნვის ზრდის, სოფლის მეურნეობის დაზღვევის მექანიზმის გამოყენების გამოცდილების გაცვლისა და სხვა საკითხები.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სოფლის მეურნეობის სექტორში სპეციალიზირებულ კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

თქვენი რეკლამა