სამხრეთ აფრიკაში ყვითელი საზამთროს გაყიდვები იზრდება

ყვითელი, უკურკო, საზამთროს, ჰიბრიდი

სამხრეთ აფრიკაში ყვითელი საზამთროს Tropical Sunshine გაყიდვები იზრდება.

კომპანიამ Rijk Zwaan ბერლინში, მსოფლიოში უდიდეს, ხილ-ბოსტეული პროდუქციის, გამოფენაზე Fruit Logistica წარმოადგინა უკურკო საზამთროს ჰიბრიდი, ყვითელი რბილობით – Tropical Sunshine.

ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

ჰიბრიდი გამოსცადეს სამხრეთ აფრიკაში სუპერმარკეტების ქსელთან Woolworths თანამშრომლობით.

ყვითელი, უკურკო, საზამთროს, ჰიბრიდი

„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩვენი ექსკლუზიური Tropical Sunshine საზამთრო – კაშკაშა ყვითელი, გამორჩეულად ტკბილი ჯიში, რომელიც სამ წელი იქმნებოდა. „მე არ შემიძლია არ ვიამაყო იმით, რომ ჩვენს მომხმარებლებს რაღაც განსაკუთრებულს ვაწვდი“, – თქვა კონრად მარეისმა, Woolworths-ის უფროსმა სპეციალისტმა.

ყვითელი, უკურკო, საზამთროს, ჰიბრიდი

„როგორც უმრავლესობა მაღალი ხარისხის კულტურების მოყვანისას, არის გამოწვევები. თუმცა, ეს საზმთრო გამოირჩევა ყვითელი ფერითა და საოცარი გემოთი. როგორც ჩანს, გაყიდვები კარგად მიდის ჩვენს პარტნიორ სუპერმარკეტების ქსელში. ისინი ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ახდენენ, ამიტომ მათ ყველაფერი კარგად გამოსდით“,- თქვა გარი უებმა, წარმოების დირექტორმა.

ყვითელი, უკურკო, საზამთროს, ჰიბრიდი

იხილეთ აგრეთვე: საზამთრო – მოვლა, მოყვანა და რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა