რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სომხური კონიაკის 85% სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
„სოიუზკონიაკის“ – კონიაკის, სპირტიანი სასმელებისა და ალკოჰოლური პროდუქტების ასოციაციის – და საერთაშორისო ორგანიზაციის „ანტიფალსიფიკაციის“ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, რუსეთის ბაზარზე სომხური კონიაკის მნიშვნელოვანი ნაწილი (85%) არ შეესაბამება რუსეთის კანონმდებლობას და სახელმწიფო სტანდარტებს.
ანალიზმა აჩვენა, რომ სომეხი მწარმოებლების ნაწილი, რუსეთში ექსპორტირებულ კონიაკში არომატიზატორებს ურევს და შემთხვევათა ნახევარში გამოყენებულია არასაკონიაკე სპირტი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთ პროდუქტებს კონიაკს ვერ ვუწოდებთ.
2024 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციაში უხარისხო სომხური კონიაკის წილმა 90%-ს მიაღწია. 2025 წლის მაისში მკაცრი კონტროლის წყალობით, ის 80%-მდე დავიდა, მაგრამ შემდეგ კვლავ გაიზარდა. სოიუზკონიაკი აღნიშნავს, რომ მწარმოებლები ძალიან სწრაფად ადაპტირდნენ კონტროლის მექანიზმებთან.
ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვლადისლავ რეზნიკმა განაცხადა, რომ მათი ორგანიზაცია შეხვდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლება პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და რუსულ მხარეს თავისი გადაწყვეტილებებიც შესთავაზა, თუმცა ჯერ არანაირი შედეგი არ არის.
„სამაგიეროდ, იზრდება როგორც დაბალი ხარისხის კონიაკის მოცულობა, ასევე მისი წილი მთლიან მიწოდებაში“, – თქვა რეზნიკმა.
სექტემბერში სომხეთში იგეგმება იზოტოპური ლაბორატორიის ამოქმედება, რომელიც დაადგენს, შედგება თუ არა კონიაკი მხოლოდ ყურძნის სპირტისგან, თუ შეიცავს სხვა წყაროებიდან მიღებულ კომპონენტებს. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში სომხეთში კონიაკის წარმოება თითქმის 40%-ით შემცირდა და 3,249,000 ლიტრს მიაღწია.
წყარო: panarmenian.net

