რობოტი ყურძნის სოკოვან დაავადებებს გააკონტროლებს

რობოტი, ვენახი, იტალია

იტალიაში შექმნეს რობოტი, რომელსაც შეუძლია ყურძნის სოკოვანი დაავადებების კონტროლი.

იტალიურმა კომპანია Free Green Nature-მა წარმოადგინა ავტონომიური ჰიბრიდული რობოტი, რომელიც შექმნილია ვენახებში სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად, ქიმიური დამუშავების გარეშე.

Icaro X4 აღჭურვილია სპეციალური ულტრაიისფერი ნათურებით, რომლებიც ხელს უშლის სოკოების განვითარება-გამრავლებას იუწყება Future Farming.

Icaro X4-ს შეუძლია დამოუკიდებლად იმუშაოს მთელი საათის განმავლობაში და აღჭურვილია დიზელის ძრავით, რომელიც ბატარეას დატენვას ახდენს გამოყენების დროს.

კომპაქტური დიზაინი რობოტს საშუალებას აძლევს იმუშაოს ვენახის 1800 მმ-მდე სიგანის ვიწრო რიგებში, ხოლო ულტრაიისფერი ნათურები შეიძლება აიწიოს 2700 მმ სიმაღლემდე.

ჰიბრიდული სისტემა შეიცავს 10 კვტ/სთ 48 VDC ბატარეას, იგი იკვებება ორცილინდრიანი Kohler დიზელის ძრავით (11,5 კვტ 3000 ბრ/წთ), რომელიც აღჭურვილია 70 ლიტრიანი საწვავის ავზით ხანგრძლივი მუშაობისთვის.

ზუსტი RTK ტექნოლოგიის გამოყენებით, Icaro X4-ს შეუძლია იმუშაოს ავტონომიურად, თანამგზავრის სიგნალის გარეშეც კი, ეყრდნობა 3D ხედვის სისტემას, რომელიც უადვილებს მას წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებში ნავიგაციას.

არახელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, როგორიცაა მაგ. წვიმა, შესაძლებელია რობოტის ბაზაზე გამოძახება ან მუშაობის დისტანციური შეჩერება ამინდის გაუმჯობესებამდე.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა